მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - ყოველწუთს მოსალოდნელია გაუარესება - არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ტესტებს ასე თუ ისე, არაუშავს. პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში“, - განაცხადა ყიფიანმა.

მან აღნიშნა, რომ პენტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა რეანომობილი დგას, რათა საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაიყვანონ.

ექიმის განმარტებით, სააკაშვილს გუშინ გადასხმა არ დასჭირვებია, თუმცა წნევის ცვალებადობა შეინიშნება.

კითხვაზე, ხომ არ აქვს მიხეილ სააკაშვილზე გულზე პრობლემები, ექიმმა უპასუხა, რომ „ჯერჯერობით არა, მაგრამ ყოველწუთს მოსალოდნელია გაუარესება“.

„ამ წუთში ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, მაგრამ შესაძლოა, 10 წუთში საჭიროება იყოს“, - განაცხადა ყიფიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 25 დღეა შიმშილობს. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს