ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. ლოკდაუნი, ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მოქალაქეებმა ე.წ. მწვანე პასპორტის გამოყენებისას რა ინდიკატორები უნდა დააკმაყოფილონ.

ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის მართვის მოდელი შეიცვალა და ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები და ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება.

„ე.წ. მწვანე პასპორტში შედის 4 ინდიკატორი: ორჯერადი აცრა და გაკეთებიდან 14 დღე რომ იყოს გასული; ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს თუ არა პირს გადატანილი ინფექცია; ბოლო 72 საათში ნეგატიური გაქვს თუ არა პისიარის ტესტის პასუხი და 24 საათში გაქვს თუ არა ანტიგენის ტესტი ნეგატიური. აქედან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შენს პასპორტს ერქვას „მწვანე“ პასპორტი.

რაც შეეხება შეზღუდვებს, შეზღუდვებზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მთელ მსოფლიოში შეცვლილია. მათ შორის ჩვენთანაც - ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას, ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება, არ განიხილება. განიხილება არაპირდაპირი ე.წ. დისკომფორტის, „მწვანე პასპორტის“ შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ. ესენია: ყველას ეკეთოს პირადე, ყველამ დაიცვას დისტანცია, აარიდოს თავი ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებას და ხშირად დავიბანოთ ხელები, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ "მწვანე პასპორტი" აიღოთ? - ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას