გიული ალასანია - ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს - ციხეში აღარაა

ყველაფრის იგნორირებით, ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს.

ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. სად წაიყვანეს არ ვიცი, ვნახოთ. არ აქვთ პასუხი იმ გოგონებს, ქვემოთ, რატომ არ გვიშვებენ. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში, აღარაა“, - განაცხადა ალასანიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს