ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, შეშფოთებული ვარ

მე ძალზე ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფოტიგამ აღნიშნა, პირები, რომლებიც ატარებდნენ რეფორმებს, იბრძოდნენ კორუფციის და მაფიების წინააღმდეგ, ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მათ აქვთ განსაკუთრებული უსაფრთხოების უფლება.

მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ძალიან მაღალი რანგის პატიმარი გამომდინარე მთელი მსოფლიოს პოზიციიდან შეფასების თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს და საჭიროა მნიშვნელოვანი ყურადღება ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, იმის აღიარება, რომ სამართლიანი სასამართლო გაიმართება. მე მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როცა ის საქართველოში იმყოფება. ჩვენი დრო არ გახლავთ კანონგარეშე მყოფი ადამიანების დრო, ე.წ. გარიყულების დრო საკუთარ ქვეყანაში. ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა პოლონეთში. ყველას აქვს უფლება იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში და როდესაც იგი ჩამოვიდა საქართველოში და მზად იყო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, უნდა ჰქონოდა სასამართლოზე წარდგენის უფლება. ჩემი ვიზიტების დროს საქართველოში ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ახალაიას პატიმრობისას, მე არ ვლაპარაკობდი ჩემ დამოკიდებულებაზე, განსჯებზე მათთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვეწვიე მათ ციხეში, ზოგ შემთხვევაში ეს იყო ერთკაციანი საკანი, რომელშიც იყვნენ მოთავსებული, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს მათ ხანგრძლივად გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო შესაბამისი პირობები, სიმშვიდე და არცერთი მათგანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა გარემოს უსაფრთხოებას. ტრადიცია არსებობდა საქართველოში, რომ პატიმარს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი რეჟიმი, პატიმარი, რომელიც შეიძლება დაშინების საგანი გახდეს სხვა პატიმრების მხრიდან თავისი აქტივობიდან გამომდინარე, როგორც წესი, მოთავსებულია საკანში მარტო“, - განაცხადა ფოტიგამ.

ამასთან, ევროპარლამენტარმა დასძინა, რომ მტკიცებულებები, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქვეყნდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისთვის შემაშფოთებელია.

„ჩემი როლი და კომპეტენცია არაა ვინმეს რამე ვასწავლო. მე რეალურად ვაფასებ თქვენს ისტორიულ ტრადიციებს, თქვენ სახელმწიფოებრიობის ძალიან ხანგრძლივი ტრადიცია გაგაჩნიათ. თქვენ მზად ხართ ამ სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებები, რეფორმების დროს ვინც კორუფციას ებრძოდა, ატარებდა რეფორმებს, იბრძოდა მაფიების წინააღმდეგ, ისინი ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მათ აქვთ განსაკუთრებული უსაფრთხოების უფლება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, არის მტკიცებულებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აქვეყნებენ და ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელია ეს ყოველივე“, - განაცხადა ფოტიგამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა