ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხარო რეალობა ისაა, რომ იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც ვართ, ნდობას არც ერთი მხარე არ იმსახურებს და არც ერთ მხარეს არ დაეჯერება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, არჩევნების შემდეგ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემად რჩება მესამე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები. სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.

ასევე ის, რომ მასთან ვერ შედიან ის ექიმები, რომელსაც ის ენდობა, აქციები, რომელსაც აწყობს „ნაცმოძრაობა“ ქუჩაში. პარლამენტში და დიდი ქალაქების საკრებულოებში დაწყებულია აქციები.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს უკავშირდება?

- ვითარება არის ძალიან რთული, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, ის რაც ახლა ხდება, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილია.

ჩვენში პოლიტიკური პროცესი ქუჩაში აქტიურობის ტრადიციით, მინიმუმ 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ქუჩაში დაპირისპირებები 2019 დაიწყო და 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაგრძელდა და დღემდე გრძელდება.

ადგილობრივ არჩევნებს, რომელზეც მიბმული იყო რეფერენდუმი და რიგგარეშე არჩევნების თემა სიტუაცია მეტ-ნაკლებად უნდა დაემშვიდებინა. მაგრამ, ასე არ მოხდა. ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების თემა ოპოზიციის მხრიდან არ მოხსნილა და დაპირისპირების ძირითადი საგანი სააკაშვილის თემასთან ერთად არის ეს საკითხი. სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო რთული გახადა. ოპოზიცია აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ ბრძოლაში მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს.

სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო კიდევ უფრო რთული გახადა. ოპოზიცია აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ ბრძოლაში მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს

შედეგად მივიღეთ ის, რასაც ვხედავთ. ახლა სამსჯელო ისაა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას, ან სანამდე გაგრძელდება დაპირისპირების ეს პროცესი.

- „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას. ვხედავთ, რომ სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ არა მხოლოდ იმ ექიმებს, რომელსაც სააკაშვილი ენდობა, არამედ მასთან შესახვედრად ევროპიდან ჩამოსულ ევროპარლამენტარებს.

ხელისუფლების მტკიცებით სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ეს ისეთი თემაა, რომელზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ხელისუფლებისაგან პასუხი. არადა, ვხედავთ, რომ ხელისუფლების პასუხი, როგორც მინიმუმ, არც დამაჯერებელია და არც მთლად გასაგები...

- სამწუხარო რეალობა ისაა, რომ იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც ვართ, ნდობას არც ერთი არ იმსახურებს და არც ერთ მხარეს არ დაეჯერება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პირადი შეხედულება ესაა. იმას, რასაც ვადევნებთ თვალს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ტელევიზიით იქნება ეს თუ პრესის საშუალებით, სხვა დასკვნის საფუძველი პირადად მე, არა მაქვს.

საზიზღრობა იყო ის კადრები, რომელიც აჩვენეს, ვგულისხმობ სააკაშვილის ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადაყვანის კადრებს. ძალადობა არავის არ მოსწონს, თუმცა, აქ არის მეორე საკითხი - თუ პატიმარი ბადრაგს არ ემორჩილება, ასეთ შემთხვევაში ბადრაგმა რა უნდა ქნას? ამაზეა პასუხი გასაცემი. და მეორე - 40 დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ახლა სერიოზულად მსჯელობენ თუ რაა შიმშილობა. სანამ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებდა, მე ვიცოდი რა იყო შიმშილობა, ახლა უკვე აღარ ვიცი.

1988 წლის შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენთან არა ერთი შიმშილობის აქცია გამართულა. მას შემდეგ თუ ყოველ წელს არა, ყოველ ორ წელიწადში ვიღაც შიმშილობდა. ან ერთი, არ რამდენიმე კაცი. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ახლა გაუგებარია რა ხდება. შიმშილობს, არ შიმშილობს? კარგად არის, ცუდად არის?

როცა სასამართლოში მიყვანაზეა საუბარი, ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილი შიმშილობს და მძიმე მდგომარეობაშია, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მას სასამართლოში მისვლა შეუძლია. სხვა დღეებში, ოპოზიცია აცხადებს, რომ იგი ცუდადაა, ხელისუფლება კი ამტკიცებს რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ასეთი ვითარებიდან ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?

როცა სასამართლოში მიყვანაზეა საუბარი, ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილი შიმშილობს და მძიმე მდგომარეობაშია, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მას სასამართლოში მისვლა შეუძლია. სხვა დღეებში, ოპოზიცია აცხადებს, რომ იგი ცუდადაა, ხელისუფლება კი ამტკიცებს რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ასეთი ვითარებიდან ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?

- ფაქტია, რომ თუნდაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. როდესაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის ცნობადი სახეები ითხოვენ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ხელისუფლების პასუხი ასეთია - სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში იმყოფება. არადა, ყველა ამბობს, რომ ის, ჩვეულებრივი ამბულატორიაა.

თუ ხელისუფლებამ ჩვეულებრივი ამბულატორია მულტიფუნქციურ კლინიკად გადააკეთა, მათ შეუძლიათ აჩვენონ, რომ ის, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეტანილია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, იქ არიან მაღალკვალიფიციური მედიკოსები.

ჯერ ერთი კომისია იყო, მერე მეორე, ახლა იმათ არ უშვებენ, ვისაც სააკაშვილი ენდობა. აშკარად გაუგებარი ვითარება...

- სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური აქტი იყო. ახლა რაც ხდება, პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელებაა. არც ერთი მხრიდან არსად არ ჩანს სააკაშვილზე, როგორც ადამიანზე ზრუნვა. ყველა მხარის ნებისმიერი ნაბიჯის უკან ჩანს მხოლოდ პოლიტიკა.

ეს ეხება მულტიფუნქციურ კლინიკასთან დაკავშირებით განცხადებებსაც. დიახ, მეც მოვისმინე ხელისუფლების განცხადებები, რომ ახლა სადაცაა სააკაშვილი, მისი მკურნალობისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს. რადგან ორივე მხარე პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეა, ამ თემაზე მათი განცხადებების დაჯერება ჭირს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ დარჩა არც ინსტიტუტი და არც პიროვნება, რომელსაც შეიძლება ნდობა გამოუცხადო. ასეთი სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ცდილობს პოლიტიკურ ლავირებას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ დარჩა არც ინსტიტუტი და არც პიროვნება, რომელსაც შეიძლება ნდობა გამოუცხადო. ასეთი სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ცდილობს პოლიტიკურ ლავირებას

სახალხო დამცველზე ხელისუფლების განცხადებები ნამდვილად გასაოცარი იყო. ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რომლითაც სახალხო დამცველი თურმე ოპოზიციას იცავს.

სახალხო დამცველმა ხელისუფლება უნდა დაიცვას? სახალხო დამცველი იმის სახალხო დამცველია, რომ ხელისუფლების გადამეტებული ზეწოლისაგან დაიცვას მოსახლეობა და საზოგადოება.

რადგან სახალხო დამცველზე ვსაუბრობ, უნდა გავიხსენო ისიც, რომ უგულავას კატასტროფულ განცხადებაზე მისი კომენტარი არ იყო არც პირდაპირი და არც სამართლიანი. რეალობა არის მძიმე და გამოსავალი - რაღაც შუაში უნდა ვეძებოთ რამე.

რაც შეეხება სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ისევ ვხედავთ, რომ სააკაშვილზე როგორც პოლიტიკოსზეა საუბარი და არა როგორც ადამიანზე.

- ექიმები ახლა ხშირად საუბრობენ, რომ სააკაშვილმა დღესვე რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ამ პროცესის მართვა ციხის საავადმყოფოს პირობებში საკმაოდ რთული იქნება...

- სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს. ასე უნდა იყოს მიუხედავად იმისა, ვისზე ვსაუბრობთ პოლიტიკოს სააკაშვილზე, თუ მოშიმშილე პაციენტ სააკაშვილზე.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს. ასე უნდა იყოს მიუხედავად იმისა, ვისზე ვსაუბრობთ პოლიტიკოს სააკაშვილზე, თუ მოშიმშილე პაციენტ სააკაშვილზე

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ამ ფონზე სააკაშვილის, როგორ მოშიმშილის პერსონა იკარგება და საუბარია პოლიტიკოს სააკაშვილზე.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმაზე ფიქრობს, რომ გადაიყვანოს საავადმყოფოში, ეს სამედიცინო თვალსაზრისით კარგი იქნება, მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შეექმნება მას პრობლემა.

- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას რევოლუცია-გადატრიალებების ორგანიზების მუხლით ოპოზიციის წინააღმდეგ 6 საქმე აქვს აღძრული, მაგრამ არც ერთი არ აქვს ბოლომდე მიყვანილიო. მათივე თქმით, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამგვარი რამ ბუნებაში არ ყოფილა...

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილთან საკანში არ შეუშვა ევროპელი პარლამენტარები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროსტრუქტურებში საქართველოს მხარდამჭერები არიან? თუ კარგადაა ანახონ, თუ ცუდადაა, ისიც ანახონ...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ვთქვი და გავიმეორებ, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროცესი ბევრად გამჭვირვალე უნდა იყოს.

ხელისუფლება მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს იმას, ევროპარლამენტარი ევროპარლამენტში რომელი პოლიტიკური ჯგუფის წევრია და ვისი ლობისტია. ლობიზმი დასავლეთში ხომ თამაშის მიღებული წესია.

ევროპარლამენტარებისთვის სააკაშვილთან შესვლაზე უარის თქმა იყო კატასტროფა. ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და ამ თემაზე გასაოცარი კომენტარები აკეთა.

ევროპარლამენტარებისთვის სააკაშვილთან შესვლაზე უარის თქმა იყო კატასტროფა. ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და ამ თემაზე გასაოცარი კომენტარები აკეთა

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რითაც არ უნდა დასრულდეს ეს უმძიმესი ეპიზოდი, შედეგი იქნება არა პოლიტიკური, არამედ მორალური. მეტიც, მათივე აზრით, მორალურ დონეზე ეს ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ წააგო. რამდენად ასეა, ძნელი სათქმელია.

ვითარების სირთულე ახსენეთ. ახლა რაც ჩანს, ისაა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების კონტურები აშკარად ჩანს. ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ პოლიტიკური პროცესმა ამგვარი ტრაექტორია არ შეიძინოს.

ვხედავთ, რომ ამ სცენარით პროცესები არ განვითარდეს, ხელისუფლება პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამს. პირიქით ხელისუფლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ღია ტექსტით ეუბნება - ჩვენს საქმეში ნუ ერევითო, არადა, ქვეყნის სუვერენიტეტი სწორედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული...

- ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიდის. ვინც სააკაშვილთან საკანში არ შეუშვეს, ის ხალხია, ვინც ჩვენს ევროპისკენ სვლას მხარი უნდა დაუჭიროს ევროპულ სტრუქტურებში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მათ, როგორც მინიმუმ, ანგარიში უნდა გაუწიოთ. ასე უნდა იყოს.

ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა 75 მილიონიან ევროპულ შეღავათიან სესხზე და ეს მაშინ, როცა პანდემიის პირობებში ქვეყანას ფული ნამდვილად სჭირდება. ხელისუფლება რომ ასეთი ხისტი დამოკიდებულებას ავლენს, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ მიდის ევროპისკენ, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს იზოლირება გაუკეთოს ყველას და ყველაფერს. ასეთ ვითარებაში დასკვნის გაკეთება, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩემი აზრით, შეუძლებელია.

ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ მიდის ევროპისკენ, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს იზოლირება გაუკეთოს ყველას და ყველაფერს. ასეთ ვითარებაში დასკვნის გაკეთება, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩემი აზრით, შეუძლებელია

ჩვენ თუ ვერ შევძელით იმის გაანალიზება პოლიტიკურად ვინ რა ნაბიჯს დგამს, მაშინ ვერაფერსაც ვერ შევძლებთ. როდესაც მორალურ უპირატესობაზეა საუბარი, ახლა ეს მორალური უპირატესობა ვის მხარეზეა, მე თუ მკითხავთ, ორივე პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ კარგა ხანია მორალის მიღმაა.

როდესაც მორალურ უპირატესობაზეა საუბარი, ახლა ეს მორალური უპირატესობა ვის მხარეზეა, მე თუ მკითხავთ, ორივე პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ კარგა ხანია მორალის მიღმაა

ჩვენმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ის, რომ ორივეს უთხრას უარი და წარმოშვას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ საპირწონე იქნება. ახლა ორივე ეს პოლიტიკური ძალა პოლიტიკური პროცესის პოლარიზაციაზე მუშაობს. საზოგადოება ვერ ხედავს იმას, რომ ამ ორივე ძალას ქვეყნის მოსახლეობა შანტაჟის ქვეშ ამყოფებს. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა.

თუ შევძელით ამ რეალობის დაძლევა, პოლიტიკური პროცესი უფრო სწორი მიმართულებით წავა. ეს შესაძლოა მაშინ იქნას მიღწეული, თუ ამას მოსახლეობის ის 1/3 დაინახავს, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს. ასეთ შემთხვევაში ეს ორივე პოლიტიკური ძალა იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ვითარებას.

2012 წლის შემდეგ ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს მოსახლეობა ერთი და იმავე თემით აბალახოს - მე თუ არ ვიქნები, ის მოვა. მეორე იძახის - მე თუ არ დავბრუნდი,, ესენი დაღუპავენ ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ყველაფერ ამის ყურება. თუ საზოგადოებამ ეს გააცნობიერა, შემდეგ ბევრი რამ უმტკივნეულოდ დალაგდებოდა.

- დამკვირვებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ერთმანეთისკენ არ გადაიდგა ნაბიჯები, შემდეგ ვინანებთ არმოსმენილ წუხილს, ვინანებთ გაფლანგულ დროს, ვინანებთ ერთობისა და კონსოლიდაციისა ნაცვლად დაყოფას და გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად ერთმანეთთან ბრძოლას, ნუ გავიმეორებთ ჩვენივე შეცდომებს, დათმობა სიძლიერეა და არა სისუსტე.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პროცესები არასასურველი სცენარით განვითარდეს?

- კარგი მოწოდებებია, მაგრამ ვინც ამას ლაპარაკობს, საინტერესოა თავად როგორ აფასებს იმას, რაც ხდება? თავად რომელ მხარესაა? ახლა ყველაზე აქტუალურია კითხვაა - ვისკენ ხარ?

თუ თქვი, რომ არც ერთი არ მინდა, დანაშაულად ჩაგითვლიან. ვინც ამბობს იმას, რაც ჩამოთვალეთ, მაინტერესებს ისინი რამდენად გულწრფელები არიან იმაში, რასაც ამბობენ? თუ გულწრფელია მაშინ უნდა შეაფასოს ორივე მხარის ქცევა.

ღმერთმა გვაშოროს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს ჩვენ ერთხელ ვნახეთ და ისიც ვნახეთ თუ რა ფასი დაუჯდა იგი ქვეყანას.

- ახლა რომ პოლიტიკურმა პროცესმა არასასურველი დინამიკა არ შეიძინოს რა უნდა გაკეთდეს?

- რთული სათქმელია, რთული. ასეა იმიტომ რომ მხარეების პოზიციების დასაახლოებლად პრაქტიკულად ყველა შიდა რესურსი ამოწურულია. ეკლესია ამას ვერ გააკეთებს. დაპირისპირებები ბევრი გვინახავს, მაგრამ მუდმივად იყო ვიღაც, ვინც დაპირისპირებაში შუამავლის როლს ასრულებდა.

იყო დროს ასეთი როლი თავის თავზე საპატრიარქოს აუღია, შემდეგ არასამთავრობოებს, ხშირად იყვნენ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები. ბოლოს ასეთი როლის შესრულება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ითავა. ახლა ვხედავთ, რომ ევროპელებიც უარს ამბობენ ამ პროცესში მონაწილეობაზე.

ეს პროცესი იქამდე წავა და ისე, როგორც ახლა მიმდინარეობს, ვიდრე რომელიმე მხარე არ დაიქანცება და უარს არ იტყვის აქტიურობაზე. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება არ ენდობა ოპოზიციას და ოპოზიცია არ ენდობა ხელისუფლებას. ეს უნდობლობა ვიღაცამ უნდა შეავსოს. იმის გამო, რომ სახალხო დამცველი მთლად ნეიტრალური ვერაა, ამ ფუნქციას ვერც ის შეასრულებს.

მედია აშკარად ორადაა გაყოფილი. იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენ გესაუბრებით, ფაქტია, რომ მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და ტვპალიტრანიუსი“ დარჩა ნეიტრალური, დანარჩენი ტელევიზიები ორადაა დაყოფილი. როგორც ჩანს, ეს პროცესი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც განვითარდა პროცესები 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

ეს პროცესი იქამდე წავა და ისე, როგორც ახლა მიმდინარეობს, ვიდრე რომელიმე მხარე არ დაიქანცება და უარს არ იტყვის აქტიურობაზე. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ... როგორც ჩანს, ეს პროცესი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც განვითარდა პროცესები 2020 წლის არჩევნების შემდეგ

მე „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა 2005 წელს დავასრულე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა თბილისში განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურაა. მაშინ საქართველოში არავითარი დემოკრატია არ იყო და ჩემი ამ მოსაზრების შემცველი წერილი მას გავუგზავნე.

მას შემდეგ 2005-დან 2012 მდე ჩემი კრიტიკის ძირითადი ანალიზის საგანი იყო თუ რას და როგორ აკეთებდა ოპოზიცია. ვგულისხმობდი იმას, რომ, ოპოზიცია მაშინ შეცდომებს უშვებდა. ახლა იგივე მეორდება. დღევანდელი ოპოზიცია მაშინდელი ოპოზიციის შეცდომებს ერთი ერთში იმეორებს.

ოპოზიციისგან არაფერი ახალი ან იდეა, კრეატიული იდეა, ან პოზიცია ოპოზიციას არ აქვს. ამ ოპოზიციას ვაკრიტიკებ, მაგრამ ოპოზიციის გარეშეც პოლიტიკური პროცესიც ხომ შეუძლებელია. ის რომ არ იყოს, უნდა შექმნა, და თუ არის, არ უნდა იფიქრო მის გაქრობაზე. ეს ხომ კიდევ ერთი უბედურება იქნებოდა. ოპოზიცია ისე იქცევა, რომ ისე იქნება როგორც ივანიშვილი ამბობს - 2030 წლამდე ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება. ამის დანახვა ბრმასაც არ გაუჭირდებოდა.

ოპოზიცია ისე იქცევა, რომ ისე იქნება როგორც ივანიშვილი ამბობს - 2030 წლამდე ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება. ამის დანახვა ბრმასაც არ გაუჭირდებოდა

წეღან ვთქვი, რომ 2005-2012 წლებში ოპოზიცია შეცდომებს უშვებდა. ახლა შეცდომებს ის უშვებს, ვინც სწორედ 2005-2012 წლებში იყო ხელისუფლებაში.

გახსოვთ 2007-ში პარლამენტში ოპოზიციის შიმშილობა ბურჯანაძის შესასვლელში. მაშინ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ იყვნენ და იმ შიმშილობას არანაირი შედეგი არ ჰქონია. დღეს როცა „ნაცმოძრაობა“ იმავეს იმეორებს, რატომ ჰგონია, რომ მისი აქტიურობა შედეგიანი იქნება?

კარგი იქნება თუ ბრძოლის მეთოდებსა და სტილსაც შეცვლიან და არ დაელოდებიან ახალი ვარსკვლავბიჭუნას გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოვა

2005-2012 წლებში ოპოზიციამ და „ნაციონალების“ ხელისუფლებამ იმდენად დაასუსტეს პოლიტიკურად ერთმანეთი, რომ ივანიშვილი მოვიდა და თქვა - მე ვიქნებიო, და მცირე გამონაკლისის გარდა, მთელმა ოპოზიციამ უთხრა - კი ბატონო. თუ ოპოზიცია მიხვდება რომ შეცდომებს უშვებს, ძალიან კარგი იქნება.

კარგი იქნება თუ ბრძოლის მეთოდებსა და სტილსაც შეცვლიან და არ დაელოდებიან ახალი ვარსკვლავბიჭუნას გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოვა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს