ჩემი პოზიცია ასეთია - ექიმების მიერ შემოწმდეს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის გორის ჰოსპიტალი და რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება, მზად ვარ, ნებისმიერი ვერსია განხილვის საგანი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
დეკანოიძის ინფორმაციით, მათი მხრიდან შეთავაზებულია ფორმატი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, ექიმები, ადვოკატები და პარტიის წარმომადგენლები შევლენ, ვინც ხელისუფლებასთან ლოკაციასთან დაკავშირებით გზებს განიხილავს.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, შექმნილი ვითარება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„ჩვენ მხოლოდ ის ბერკეტი გაგვაჩნია, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო სამედიცინო ცენტრთან არანაირი პროტესტი არ იქნება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ასეთი უგუნური და არაადამიანური მოპყრობა მათი პასუხისმგებლობაა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დამიდასტურა, რომ სხვადასხვა საკნის ფანჯრებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები დღეში რამდენჯერმე ისმის.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციები შეასრულოს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"