რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის კვლევა “ამაზრზენი და არასანდოა”

“ქართული ოცნების” წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის კვლევა “ამაზრზენი და არასანდოა”.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არის და გლდანის მე-18 დაწესებულების აღჭურვილობაზე კითხვები არ ისმის.

„იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა თუ პერსონალი, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არის და ერთადერთ მიზეზად დასახელებულია, რომ თითქოს ეს აღჭურვილობა ახალია და ამიტომ არ შეიძლება იქ დატოვება. ეს ამაზრზენი და არასანდო კვლევაა”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველისა და კონსილიუმის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, იონათამიშვილი ამბობს, რომ საქმე უპირველესად სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპის დაცვას ეხება. ამასთან, ლომჯარიაზე საუბრისას იონათამიშვილი ამბობს, რომ “როდესაც მიზანმიმართულად კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის თუ დაჯგუფების ინტერესების დამცველი ხარ, ეს ძალიან უხერხულია”.

კითხვაზე, ვისი ინტერესების გამტარებელია ომბუდსმენი, დეპუტატი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის”.

“თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამ პასუხისმგებლობის კეთილსინდისიერად გამოყენება პირველ რიგში, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპის დაცვას ნიშნავს. ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას და რეპუტაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში