მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე - კომპრომისზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაზეც ამ შიმშილობის პირველივე დღიდან ვსაუბრობ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყველაზე კარგად იქნება დაცული. ამის შესახებ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ შეიძლება სისუსტე ან კომპრომისი ვუწოდოთ.

„არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელი იქნება დაცვა და არც ის მითქვამს და არც ახლა ვიტყვი, რომ იქ რისკი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ რისკების არსებობაზე, რა თქმა უნდა, ის რისკები დაზღვევადია, ზოგან უფრო რთული იქნება ამის გაკეთება, ზოგან უფრო მარტივი იქნება, სადაც უფრო მარტივია, იქ უნდა მიიღო, - დაბალანსებული გადაწყვეტილება ამას ნიშნავს. რა თქმა უნდა, გორში უკეთესია დაცვის შესაძლებლობები, ან დისკომფორტი, რომელიც შეიძლება შეუქმნა დაცვის ღონისძიებებიდან გამომდინარე, უშუალოდ სამკურნალო დაწესებულებას და ყველა ამის მხედველობაში მიღებით, იღებს გადაწყვეტილებას ვიღაც. მაინტერესებს ის ადამიანები რას ფიქრობენ, რომლებიც გუშინ იძახდნენ, რომ კომპრომისი სისუსტე არ არის, ახლა ის ადამიანები, როდესაც მეტყველებენ იმის თაობაზე, რომ კომპრომისი აღიქვეს, როგორც ხელისუფლების სისუსტე. კომპრომისად მე ამას არ ვთვლი. კომპრომისზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაზეც ამ შიმშილობის პირველივე დღიდან ვსაუბრობ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, როდესაც გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შევიდნენ, პირადად არ უნახავთ ექსპრეზიდენტი, რადგან, როგორც სარჯველაძემ განმარტა, არ სურდათ ამით მიხეილ სააკაშვილის დაძაბვა გამოეწვიათ.

„უშუალოდ შეხვედრა არ გაგვიმართავს, უბრალო მიზეზის გამო, ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან პოლიტიკური ოპონენტების შესვლა, მონახულებას მესმის, რომ აქ დადებითი მხარე აქვს, მაგრამ იქ შეიძლება პაციენტის დაძაბულობაც გამოეწვია. შესაბამისად, ამისგან თავი შევიკავეთ, მათ შორის ამაზე ღიად ვესაუბრეთ მის მკურნალ ექიმს, რომელსაც შევხვდით. ვფქირობ, ეს აბსოლუტურად კორექტული აქტი იყო ჩვენი მხირდან“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს