ცესკო - ცესკოს წინააღმდეგ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

მათივე ცნობით, ცესკოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არცერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ კომისიამ ყველა საკანონმდებლო ვადა ზედმიწევნით სკრუპულოზურად და რა თქმა უნდა, რაციონალურად გაითვალისწინა, რაც მოიაზრებს მაგალითად შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადის ამოწურვის პერიოდს, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ძალაში შესვლის ეტაპებს, პირველი სხდომების პროცედურული ორგანიზებისთვის საჭირო დროს, ასევე ახლად არჩეული მერების უფლებამოსილებაში შესვლის ვადებს; თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკოს მიმართ სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკომ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა; ცესკოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათითაც და ძირითადად ერთნაირი შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი შეფასება, როცა ინსტიტუციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მანამდე არ ჰქონია არანაირი ინიციატივა საკრებულოების პირველი სხდომების თარიღთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ 25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას, უხერხულია და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი საქმიანობის ხელოვნურად სხვა ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან დაკავშირება ჩვენი აზრით, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას", - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ცესკო - ცესკოს წინააღმდეგ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

მათივე ცნობით, ცესკოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არცერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ კომისიამ ყველა საკანონმდებლო ვადა ზედმიწევნით სკრუპულოზურად და რა თქმა უნდა, რაციონალურად გაითვალისწინა, რაც მოიაზრებს მაგალითად შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადის ამოწურვის პერიოდს, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ძალაში შესვლის ეტაპებს, პირველი სხდომების პროცედურული ორგანიზებისთვის საჭირო დროს, ასევე ახლად არჩეული მერების უფლებამოსილებაში შესვლის ვადებს; თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკოს მიმართ სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკომ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა; ცესკოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათითაც და ძირითადად ერთნაირი შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი შეფასება, როცა ინსტიტუციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მანამდე არ ჰქონია არანაირი ინიციატივა საკრებულოების პირველი სხდომების თარიღთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ 25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას, უხერხულია და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი საქმიანობის ხელოვნურად სხვა ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან დაკავშირება ჩვენი აზრით, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას", - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის