კელი დეგნანი - მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა - იმედი მაქვს მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა.

„მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა