შოთა ბურჯანაძე - პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი ვალდებული არ არის აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს

„პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება შეიცვლება და კორექტირება მოხდება, რადგან ეს არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

როგორც ბურჯანაძემ განმარტა, 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე ბარათის“ სტატუსის მქონე ადამიანები მთელ რიგ ობიექტებში დაიშვებიან, თუმცა ეს გარემოება გამოიწვევს სხვადასხვა პრობლემებს.

„ამ ეტაპზე, 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე ბარათების“ ვალდებულება იქმნება გარკვეულ სფეროებში და ამ სფეროებს წარმოადგენს: კაფე-ბარი, რესტორანი, ფიტნეს დარბაზები, ასევე მოლებში არსებული კაფე-ბარები და ფიტნეს დარბაზები, კაზინოები და აზარტული თამაშების სფერო. აქ შემსვლელი ადამიანი ვალდებულია, ემორჩილებოდეს „მწვანე ბარათის“ მფლობელობას, რაც გულისხმობს ან იყო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის მფლობელი, ან სწრაფი ტესტის, ან გქონდეს გადატანილი კორონავირუსი ან იყო ორჯერ აცრილი. ეს არის ამ შემთხვევაში „მწვანე ბარათის“ მატარებელი ადამიანი, რომელიც დაიშვება ობიექტზე. პარადოქსული არის ის თემა, რომ მიმსვლელი ადამიანი არის ვალდებული აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს, რაზეც ვისაუბრე და ამ შემთხვევაში დამხვედრი არ არის ვალდებული, ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ეს არის სრული პარადოქსი, წარმოუდგენელი ამბავი. ჩვენ ამ რეალობაში ბევრი პარადოქსული მომენტი გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიძლება და კორექტირება მოხდება. ეს არის წარმოუდგენელი, რომ ეს ვითარება ასე დარჩეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე დასძინა, რომ საჭიროა „მწვანე ზონების“ შექმნა, რაც განაპირობებს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას, როგორც ობიექტზე მიმსვლელთათვის, ასევე პერსონალისთვისაც და ასევე მოხსნის იმ შეზღუდვებს, როგორიც არის მაგალითად რესტორნებისთვის წვეულებების ჩატარების აკრძალვა.

„მწვანე ზონაში“ დამხვედრიც, მიმსვლელიც, უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები იგივე იქნება, რაც სტუმრის შემთხვევაში ობიექტზე შესვლისას „მწვანე ბარათის“ მფლობელს უნდა გააჩნდეს. ეს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნის აუცილებლობა განაპირობებს იმას, რომ გარკვეულწილად იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს, რაც ყველაზე მთავარი პირობა არის „მწვანე ზონების“ და „მწვანე ბარათების“ შექმნის, მეორე ის, რომ ის შეზღუდვები მოიხსნას, რა შეზღუდვებიც არსებობს ამა თუ იმ სფეროსთვის და ეკონომიკაში ფული უფრო მეტად დატრიალდეს. მაგალითად, დღეს თუ რესტორანს გააჩნია პირობითად შეზღუდვა, რომ მას არ შეუძლია „ივენთის“, ქორწილის ჩატარება, „უსაფრთხო ზონა“ თუ შეიქმნება, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს ამის უფლება, რომ ჩაატაროს ქორწილი“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?