სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებმა სასწავლო კურსი გაიარეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სწავლების ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის სხვადასხვა მეთოდი განიხილეს და მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა ლაბორატორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე.

„თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების პარალელურად, სტუდენტები ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციისა და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ტრენინგი ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“ (Ag-Lab) ფარგლებში გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს