მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება.

ამის შესახებ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა, მასწავლებლების კონკურსი მაღალ დონეზე ჩატარდება.

„ძალიან დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში, ვაკანსიები გაჩნდა, შესაბამისად, იანვრიდან სკოლებში კონკურსები დაიწყება. ბევრი მსურველია, რომ ამ პროფესიაში შემოვიდეს. კონკურსები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. ორი მთავარი კრიტერიუმია - თავისი საგანი უნდა იცოდეს და უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს“,- განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, ვინც სტატუსი ვერ აიმაღლეს იანვრიდან კონკურსის წესით ჩანაცვლდებიან.

„პრაქტიკოსი მასწავლებლები, ვინც ზღვარი გადალახეს, ავტომატურად იმაღლებენ სტატუსს, ხოლო ვინც ზღვარი ვერ გადალახა, იანვარში იქნება კონკურსი და თუ კანდიდატი შემოვა, ახალი მასწავლებელი ჩაანაცვლებს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს