სერგო ჩიხლაძე - ისტორიის სახელმძღვანელოში რუსული პროპაგანდის ელემენტებია, ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტია

ისტორიის სახელმძღვანელოში რუსული პროპაგანდის ელემენტებია, ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ იყო საქმის კურსში ოპოზიცია, თუნდაც განათლების კომიტეტის ოპოზიციონერი წევრები, ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ მხრივ კრიტიკას იღებს და ახლა პრობლემის გამოსასწორებლად ბრძოლა მოუწევთ.

"ყოვლად დაუშვებელი და გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შეტანილი ბიძინა ივანიშვილმა რომ ბანკი "რასიისკი კრედიტი" დაარსა 1990 წელს, მით უმეტეს ბანკი, რომელიც ფულის გათეთრებაში და იარაღით ვაჭრობაში იყო გახვეული და მისი თანადამფუძნებლები დაჭერილებიც კი იყვნენ ამ საკითხზე. კიდევ უფრო დაუშვებელია, რომ რუსული პროპაგანდის ელემენტებია ამ წიგნში და ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტი გახდა. პირდაპირ არის ჩადებული რუსული პროპაგანდა კითხვებში, ფაქტების დამახინჯებაში, მეზობლების ამბავში - სჯობს რომ მეზობელთან იმეგობროთო, სუფთა პრორუსული და რუსული პროექტია და სამწუხაროა, რომ ავტორებიც ამას დაყვნენ და ასეთი რამ დაწერეს. იქ ჩადებულია ელემენტები ომის თარიღთან დაკავშირებით, ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, სამეზობლო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რასაც ლავროვი და რუსული მედია ამბობს, ის გზავნილებია ამ წიგნში, რა თქმა უნდა, ეს ყოვლად დაუშვებელია და ამოსაღებია. ამ მხრივ ოპოზიციასაც ამ საკითხებზე ვინც მუშაობს, უფრო მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა, ახლა მოგვიწევს ამაზე ბრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო ადრეც უნდა გვცოდნოდა და ნამდვილად ვიღებ ამ კრიტიკას, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო