ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრად ვალტერ ბუთბა დაინიშნა

ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს. ამ თანამდებობაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღევანდელი „ბრძანებით“ვალტერ ბუთბა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი დბარი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა და დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ ხელმძღვანელად დაინიშნა.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში ოპოზიციამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიტინგი გამართა, რომელზეც ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან დიმიტრი დბარი სოხუმში მომხდარი სროლის გამო, რომელშიც ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატები გარი კოკაია და ალმასხან არძინბა მონაწილეობდნენ. ბჟანიამ დბარს მხოლოდ საყვედური გამოუცხადა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში