სამხედრო ვერტმფრენის, Mi-17V5-ის, კატასტროფის შედეგად ინდოეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ბიპინ რავათი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი კიდევ 11 პირი დაიღუპა. ინფორმაციას მედია საშუალებები ინდოეთის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
შემთხვევა ტამილნადუს პროვინციაში მოხდა, როდესაც ვერტმფრენი საჰაერო ძალების ბაზიდან თავდაცვის სამსახურის შტაბის კოლეჯისკენ მიფრინავდა.
„კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიების ჩატარების განკარგულება გაცემულია“, - აღნიშნულია ინდოეთის საჰაერო ძალების განცხადებაში.
ბიპინ რავათი ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსად პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 2019 წლის ბოლოს დანიშნა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"