მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება იყოს კანონის დარღვევა, დღევანდელი პროკურატურის ლოგიკით, ზვიად გამსახურდიაც უნდა გაესამართლებინათ საქართველოში დაბრუნების გამო, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
ბასილაიას განმარტებით, „როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და მესამე პრეზიდენტი იყო ხელისუფლების მიერ დევნილი, სამშობლოში მისი დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური“.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც სააკაშვილს დახმარება გაუწია, არის ნამდვილი გმირი და არა სისხლის სამართლის დამნაშავე.
,,მთავარია, ეს გზა ყოფილიყო მშვიდობიანი და მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უაღრესად მშვიდობიანი გზა საიმისოდ, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა სპეკულაციის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს ოლიგარქიული მარწუხებიდან გათავისუფლებაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც დახმარება გაუწია სააკაშვილს, არის ნამდვილი გმირი და არა სისხლის სამართლის დამნაშავე, რაზეც პროკურატურა ასე გავეშებით უყენებს ხალხს ბრალს. მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება იყოს კანონის დარღვევა, დღევანდელი პროკურატურის ლოგიკით, ზვიად გამსახურდიაც უნდა გაესამართლებინათ საქართველოში დაბრუნების გამო“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"