ნორვეგია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების მიზნით შეზღუდვებს ამკაცრებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორმა განაცხადა.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლი იკრძალება, იხურება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები და მკაცრდება წესები სკოლებში.
"ეჭვი არ არის - ახალი ვარიანტი ცვლის წესებს. ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ,“- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ქვეყანაში მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით აცრის პროცესი დაჩქარდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის კამპანიაში, დახმარების მიზნით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები და აფთიაქები ჩაერთვებიან.
ნორვეგიაში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები ფიქსირდება, რასაც, ნაწილობრივ, „ომიკრონ“ ვარიანტს უკავშირებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"