ელენე ხოშტარია „ნაცმოძრაობის“ წევრების შიმშილობაზე - დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დათმობებზე წასვლას აიძულებს

მასობრივი შიმშილობა არის ბრძოლის რადიკალური, თუმცა სიტუაციის მიხედვით ადეკვატური ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს არა იმას, რომ ვინმეს თავი შეაცოდოს, არამედ იმას, რომ არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“, თავისი უსამართლო დღის წესრიგი გაიტანოს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მასობრივი შიმშილობა არის წინააღმდეგობის ძალიან მძლავრი ფორმა.

„დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად. როდის და რა ფორმით იქნება ამას ვნახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ამისთვის საკუთარ ჯანმრთელობას სწირავენ და ეს კარგად აჩვენებს „ქართული ოცნების“ სახეს. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ პროცესს - ის ამ ბრძოლის შეჩერებას არ გულისხმობს. არც თავად პრეზიდენტის წარმოდგენაში ეს პროცესი არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დღეს ვაჩერებთ ყველანაირი სახის პოლიტიკურ ცხოვრებას და უბრალოდ დავდივართ შეხვედრებზე. ეს „ქართულ ოცნებაზე“ გარკვეული წნეხის განხორციელების მცდელობაც არის. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ გარკვეული თამაშის წესებს პატივი სცენ. ეს არის ორი პარალელური პროცესი. მოვუსმინე ნიკა მელიას და მივესალმები მის განცხადებას, შიმშილობა არ უშლის ხელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას. როგორც ვიცი ის უახლოეს დღეებში ზურაბიშვილს შეხვდება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს