ელენე ხოშტარია შიმშილობის აქციაზე - გადაწყვეტილება, რომ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, იმსახურებს სოლიდარობას

ის პროცესი, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ არასწორად და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის პარალელურად ყველა პოლიტიკური ბრძოლა არის გაჩერებული - გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლის გარეშე „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ურთიერთობა შეუძლებელია.

„ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. თავად ნიკა მელიამ შიმშილობის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მათ შორის, პრეზიდენტთან. ეს პროცესი როგორ წარიმართება, ეს არის ერთი მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩართული და მეორე არის ის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის გარეშეც „ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა. გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. ეს არის ფორმა, რომელიც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მე ყოველმხრივ ხელს შევუწყობ, რომ ამან მოიტანოს შედეგი, რომ გადაიჭრას მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება