გიგი უგულავა - შიმშილობა და სხვადასხვა საპროტესტო აქცია აუცილებელია, რათა "ქართულმა ოცნებამ" დიალოგის პროცესი არ მიაფუჩეჩოს

შიმშილობა და სხვადასხვა საპროტესტო აქცია აუცილებელია, რათა "ქართულმა ოცნებამ" დიალოგის პროცესი არ მიაფუჩეჩოს და არ წარმოაჩინოს ისე, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და მხოლოდ ვიღაც ცხელთავიანებს, რატომღაც წინასაახალწლოდ აქვთ სურვილი, რომ იშიმშილონ - სინამდვილეში ასე არ არის,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუშლის მასობრივი შიმშილობის აქცია ხელს პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესს.

უგულავას თქმით, მათი ბრძოლა სამი ეტაპისგან შედგება - საპროტესტო მუხტის კონსოლიდირება, დიალოგი და საერთაშორისო წნეხის გაძლიერება.

"ჩვენ ვხედავთ ძალიან დამძიმებულ სურათს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ ყველაფერი ძვირდება - ტრანსპორტი, დასუფთავება, ელექტროენერგია. ვხედავთ ურთულეს საერთაშორისო გამოწვევებს და ვერ ვხედავთ საქართველოს იმ მაგიდაზე, სადაც საქართველოს ბედი წყდება. ამ მძიმე სურათში ვხედავთ დაპატიმრებულ, მოშიმშილე და ნაწამებ მესამე პრეზიდენტს. ამიტომ, ჩვენი აზრით, სამი კომპონენტისგან შედგება ის ბრძოლა, რაშიც ჩართული ვართ: საპროტესტო მუხტის კონსოლიდაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება დიალოგის პროცესი მიაფუჩეჩოს; დიალოგის პროცესი, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება, რათა "ქართულმა ოცნებამ" სერიოზულად აღიქვას დიალოგის პროცესი და პრობლემები, რაც ქვეყანაში გვაქვს",- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები "საშოვარზე მოსულები" არიან და მოშიმშილე ადამიანებისგან დიამეტრალურად განსხვავდებიან.

"რაც უფრო მეტ კომენტარს ვისმენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები მხოლოდ საშოვარზე მოსულები არიან და დიამეტრალურად განსხვავდებიან იმ თავგანწირული ადამიანებისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იბრძოლონ ქვეყანაში თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, არ იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება, არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და გათავისუფლდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რა რექაცია ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ ადამიანების რწმენას",- განაცხადა გიგი უგულავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს