ხათუნა სამნიძე შალვა პაპუაშვილს - თქვენ ყველაზე ხისტი განცხადებებით გამოირჩევით, როგორც ოპოზიციის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებების მიმართ

თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ყველაზე ხისტი განცხადებებით გამოირჩევით, როგორც ოპოზიციის მიმართ, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებების მიმართ, - ამ სიტყვებით, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს შალვა პაპუაშვილს მიმართა.

სამნიძემ პაპუაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გეგმებზეც ჰკითხა.

„ბატონო შალვა, თქვენთვის და ისედაც, ღიადაც მითქვამს, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი პარლამენტარი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ყველაზე ხისტი განცხადებებით გამოირჩევით, როგორც ოპოზიციის მიმართ, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებების მიმართ. მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ და ხაზი გაუსვით, რომ თავს მოხვეულია პოლარიზაცია, რომელიც დღეს ქვეყანაშია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რას გეგმავთ და რას აპირებთ იმ ერთადერთ საკითხზე, რომელიც დარჩა მაგიდაზე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებია, რაზეც შეთანხმებულია ოპოზიცია და ხელისუფლება და როგორი ხედვა გაქვთ, როდის აპირებთ ამ საკითხის განხილვას? როგორც თქვენ აღნიშნეთ, თურმე, თავსმოხვეული პოლარიზაციის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გადაჭრიდა ამ პრობლემას, არის სწორედ სრულიად პროპორციული დაბალი ბარიერით სისტემა და ის საკითხი, რაზეც პრინციპში, შეთანხმებულია ოპოზიცია და ხელისუფლება“, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა