საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.

ეს დღესასწაული ყოველთვის დამუხტულია დადებითი ემოციებითა და მომავლის იმედით. განურჩევლად ასაკისა, თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ მომავალი წელი წინაზე უკეთესი იქნება. მომავალი კი, წარმოუდგენელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე, ამიტომ მეამაყება, რომ იმ უნივერსიტეტს წარმოვადგენ, რომელიც ყოველთვის იდგა ტექნოლოგიური წინსვლის მხარეს. უნივერსიტეტს, რომელსაც ძალიან მალე, 16 იანვარს, დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება.

მახარებს, რომ ბოლო წლების მთავარ გამოწვევას - პანდემიას ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებით გაუმკლავდა. მიუხედავად მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და უფრო მეტიც, აკადემიური სივრცე 2022 წელს კიდევ უფრო ძლიერი ხვდება. ამისთვის კი, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს. თქვენ ყოველდღიური დაუღალავი შრომით, ცოდნის გაზიარებითა თუ მიღებით, საფუძველს უქმნით საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს. დაე, ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენ ყველას ერთად!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს