ამირან გამყრელიძე კოვიდგადატანილი კონკრეტული პირებისთვის ე.წ. მწვანე პასპორტების მინიჭების შესახებ  განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტული პირებისთვის ე.წ. მწვანე ბარათის მინიჭებას ეხებოდა, განმარტებას აკეთებს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საკითხზე საუბარია ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ 11 იანვარს გამოცემულ ბრძანებაშიც.

„კოვიდგატანილი იმ პირებისათვის, რომელთა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-ცენტრი) COVID-19- ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში (შემდგომში - მოდული), ტესტირების შედეგების რეგისტრაცია შემდეგი წესით განხორციელდება:

ტესტირების მიმწოდებელ შერჩეულ დაწესებულებებს, ასევე, ცენტრს და სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცეთ უფლება, ამ მუხლი ,,ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოდულში დაარეგისტრირონ 2021 წლის 1 დეკემბრამდე ჩატარებული იმ ტესტირების (ანტიგენის ან პჯრ მეთოდით) დადებითი შედეგები, რომლებიც არ არის ასახული მოდულში, ან ასახულია შეცდომით; მოდულში რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნული ბენეფიციარები იძებნებიან სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-ჯესი) და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. კერძოდ, ჯესი-ს მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერებით აღნიშნული პირები COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში, და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘-ის ელექტრონული ბაზების მიხედვით, მკურნალობდნენ ბინაზე ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მეთვალყურეობით და ამავე ბაზაში მინიჭებული აქვთ სტატუსი ,,დასრულებული“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ამავე ბრძანების თანახმად, ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში ასევე აისახებიან უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები თუ მათ უფიქსირდებათ გადატანილი კოვიდინფექცია, რაც დასტურდება სახელმწიფო უწყებების/საელჩოების ოფიციალური მომართვისა და შესაბამისი ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული ტესტირების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

ბრძანების თანახმად, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ზემოთაღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაარეგისტრირონ ისინი მონაცემთა ბაზაში როგორც კოვიდგადატანილი პირები.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თავდაპირველად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო