Nexia TA გლობალური Nexia TRI (გადახდისუუნარობის რესტრუქტურიზაციის და რეაბილიტაციის) ჯგუფის წევრი გახდა

2022 წელი Nexia TA-მ სიახლეებით დაიწყო. ის გლობალური Nexia TRI (Turnaround Restructuring Insolvency) ჯგუფის 45-ე წევრი გახდა.

საერთაშორისო ბრენდმა, Nexia-მ, 2012 წელს გლობალური კლიენტების, საერთაშორისო ბიზნესებისა და მათი მრჩევლების საოპერაციო გამოწვევებისა თუ ფინანსური პრობლემების მხარდასაჭერად, გააერთიანა გლობალური ქსელის დამოუკიდებელი წევრების მთლიანი ფინანსური, ოპერატიული, იურიდიული გამოცდილება და დაარსა TRI ჯგუფი.

მას შემდეგ ჯგუფი TRI საერთაშორისო ქსელად ჩამოყალიბდა და დაკომპლექტდა Nexia-ს წევრი ფირმებისგან. ისინი რჩევებს აძლევენ და დამატებითი ღირებულების სერვისებს სთავაზობენ ადგილობრივ და გლობალურ კლიენტებს, აგრეთვე უზრუნველყოფენ Nexia-ს წევრი ფირმების მხარდაჭერას ქსელში.

Nexia-ს წევრი ფირმების TRI-ს სპეციალისტებს აქვთ მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში, ინდუსტრიასა თუ სექტორში.

„აღნიშნული ჯგუფის წევრობა Nexia TA-ს კლიენტებს საშუალებას მიცემს მიიღონ Nexia TRI-ს გლობალური ჯგუფის გადახდისუუნარობის რესტრუქტურიზაციის და რეაბილიტაციის მომსახურებები, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ რომელიც ორიენტირებულია:

  1. მხარი დაუჭიროს ბიზნესებს მომგებიანობის აღსადგენად განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სტრუქტურის რეორგანიზაცია, მოახდინონ ფულადი სახსრების მობილიზაცია/ოპტიმიზაცია;
  2. გააძლიეროს, წევრი ფირმების საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა, შეაფასოს ფინანსური პერსპექტივები და მისცეს ღირებული რჩევები;
  3. ბიზნესის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მთელ მსოფლიოში მოახდინოს ინფორმაციის მოწოდების უზრუნველყოფა, როდესაც საჭიროა ლოკალური ცოდნა აქტივების გასაკონტროლებლად ან ძირითადი მომხმარებლებისა და მომწოდებლების შესამოწმებლად;
  4. შესთავაზოს ბიზნესს ინსტრუქციები მოგების გაზრდის შესაძლებლობებსა და საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებზე;
  5. რჩევების მიწოდება თითოეული ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ბიზნესი საჭიროებს გადარჩენას, სასამართლოს ან მისი კრედიტორების დახმარებას.“

ამბობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი - გელა მღებრიშვილი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება