პარტია „დროას" ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, დროშაზე ხელმოწერით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატონ.
მათ რუსთაველზე უკრაინისა და საქართველოს დროშებზე ხელმოწერა დღეს, 15:00 საათამდე შეეძლებათ.
"შეუძლებელია არ გვქონოდა ისტორიული შეცდომის თუ გაუგებრობის განცდა, როდესაც უკრაინის რადაში საქართველოს დროშა არ იფრიალებდა. როდესაც მთავრობა ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს საერთო, კეთილ მხარეს, შეგვიძლია მოქალაქეებმა ავიღოთ ინიციატივა და ქართული დროშა რადაში ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერით შევიტანოთ. ეს სიმბოლური და ძლიერი მხარდაჭერის აქტი იქნება, ამიტომ, ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას ვაძლევთ, რომ უკრაინაში საკუთარი ემოცია გააგზავნონ და სოლიდარობა გამოხატონ", - განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, კიევში ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრებიან.
"ჩვენ კოორდინაციაში ვართ სხვა პარტიასთანაც. ძალიან კარგია, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად ძალიან დიდი შემადგენლობით მიდის, "ლელოც" და "ნაციონალური მოძრაობაც". ჩვენ გვექნება შეხვედრები რადაში, სადაც ამ ხელმოწერილ დროშას მივიტანთ, გვექნება შეხვედრები ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე ქართველებთან", - განაცხადა ხოშტარიამ. მისი თქმით, არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გაემგზავრებოდნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"