პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე, ასევე სტრატეგიული შეფასების ჩატარებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან ამავე სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში გადადის.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა, 2017 წელს უმნიშვნელოვანესი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ მიიღო. შედეგად, საქართველომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი პირველი ვალდებულება შეასრულა - ჩვენი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ მოთხოვნებს. ახალი კანონმდებლობა სრულად თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის ადრეულ ეტაპზევე საზოგადოების ჩართულობას და ინფორმირებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, მან დეპუტატებს კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალები გააცნო.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში გადატანა კიდევ უფრო გააძლიერებს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის შესაძლებლობებს.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მაქსიმალურად სრულყოფილად და ოპერატიულად მოხდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის, თუ ცალკეული საქმიანობის სკოპინგისა და სკრინინგის ანგარიშების განხილვა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ორი უწყება, როგორც ინსტიტუციურად, ასევე ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულების სპეციალისტები (გეოლოგები, ჰიდროლოგები, კლიმატოლოგები) დღესაც აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ასევე სტრატეგიული შეფასების პროცედურებში. მსგავსი ინსტიტუციური მიდგომა აპრობირებულია ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით კვლავ უცვლელი რჩება წესი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას გზშ-სგან გათავისუფლების შესახებ, გზშ-ის გადაწყვეტილების პირობების შეცვლის შესახებ და ტრანსსასაზღვრო პროცედურების დაწყების შესახებ (როცა ამ პროცედურის სავალდებულობა ამოქმედდება კანონმდებლობით)“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება