აკაკი ბობოხიძე - სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებზე ე.წ. 43%-იანი პრობლემის მოგვარება გაუადვილა.

„მე არა მაქვს იმხელა ავტორიტეტი მიხეილ სააკაშვილივით, რომ დილით სხვა ვთქვა, საღამოს სხვა და ორივე მიიღოს ერთი და იგივე ამომრჩეველმა ტაშით. მიშა სააკაშვილს შეუძლია, მას ჰყავს სამწუხაროდ, ასეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას ორივე სწორად მიაჩნია. მე არ მყავს და იძულებული ვარ, ფაქტებით ვილაპარაკო და არა დასკვნებით პირდაპირ.

არჩევნებამდე მიშას ჩამოსვლამ და მერე განსაკუთრებით მისმა დაკავებამ, ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყო 43%-იანი ბარიერის გადალახვაში, ამას არ უარყოფს თავად „ნაცმოძრაობაც“. ოღონდ, ამას ამ ტექსტით კი არ ამბობს, არამედ პოლარიზაცია მოახდინა და ხმები მოგვიმატაო. ოპოზიციის ხმები ერთ ჯიბეში, ერთი პარტიის უკან მობილიზდებოდა თუ პარტიებზე გადანაწილდებოდა, ეს ოპოზიციის ხმები იქნებოდა, მთავარი იყო რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ხმებისკენ. მოხდა ის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაკარგა ხმები, სავარაუდოდ 1-2% დაკარგა გახარიას პარტიამ და დაუბრუნდა ბიძინა ივანიშვილს ანუ ბიძინა ივანიშვილის მხარესაც მოხდა ხმების მობილიზება.

მიშა სააკაშვილი იმის მაგივრად, რომ პარლამენტში პოლიტიკური კრიზისისკენ მოუწოდებდეს საკუთარ პარტიას, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, რას ეუბნება იცით? პირიქით, მიხეილ სააკაშვილმა გადაუგდო მაშველი რგოლი პარლამენტში დარჩენის სურვილის მქონე პოლიტიკოსებს და უთხრა, რომ ჩემი საგამოძიებო კომისია შექმენით. „ქართული ოცნება“ იქნება სრულ კომფორტში. მას თუ ლეგიტიმაციის პრობლემა არ ემუქრება, ყველაფერზე თანახმაა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ გადაცემაში სალომე ზურაბიშვილის პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთელი პათოსი გააფუჭა იმით, რომ რუსეთსა და უკრაინას ურთიერთკომპრომისისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას წუნს ვერ დაუდებდი, პრობლემური არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი რამ. ზოგჯერ ნახევრად სიმართლით დიდი ტყუილი იმალება და იფარება ხოლმე. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა მთელი პათოსი გააფუჭა იმით, რომ ორივე მხარეს მოუწოდა ურთიერთკომპრომისისკენ. მე აბსოლუტურად არ მესმის, როცა მსხვერპლსა და დამნაშავეს რაღაცნაირად ერთნაირ მდგომარეობაში აყენებ, ამით უკვე დამნაშავე გამართლებულია. ორივე მხარემ უნდა დათმოს, ეს არის კატასტროფული გზავნილი. რა უნდა დათმოს უკრაინამ, უკრაინას რამე პრეტენზია აქვს რუსეთთან?“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა