ნათია მეზვრიშვილი - პრეზიდენტს სწორი აქცენტები და სწორი აღქმა ჰქონდა არსებული პრობლემების, მათ შორის, რეზოლუციაზე შეუთანხმებლობას „სირცხვილი“ უწოდა

თუ სწორად მახსოვს, ვციტირებ - რეზოლუციასთან შეუთანხმებლობას მან სირცხვილი უწოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დღევანდელ შეხვედრებზე საუბარი წარსულის შეფასებაზე იყო, რაც მეზვრიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, თუმცა, მხოლოდ წარსულის შეფასება პოლიტიკურ კრიზისს ვერ გადაჭრის.

„დღეს არ გადაწყვეტილა კონკრეტულად, ჩვენ ვეხებით მხოლოდ წარსულის საკითხებს, თუ ჩვენ უნდა შევეხოთ აწმყოს და მომავლის საკითხებსაც. ჩვენ უნდა შევეხოთ და მაგიდაზე უნდა დავდოთ ისეთი საკითხები, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული. ამ შეხვედრებზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ წარსულის შეფასება ვერ გადაჭრის იმ პოლიტიკურ კრიზისს და იმ გამოწვევებთან გამკლავების გზა ვერ იქნება, რაც დღეს რეალურად გვაქვს საზოგადოებას. ცალსახად, ამ კითხვაზე პასუხი, მხოლოდ წარსულს ვაფასებთ, თუ აწმყოს და მომავალის საკითხებიც უნდა განვიხილოთ, დღეს კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემთ და მისი შემოთავაზება ძალიან კეთილშობილური შემოთავზებაა კარგი მიზნით, ამ პროცესში, ბუნებრივია, მონაწილეობას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრებზე კიდევ უფრო მეტი და მეტი გახდება ნათელი, იმისთვის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ, რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან ასევე უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია შეაფასა.

„პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან სწორი აქცენტები და აბსოლუტურად სწორი აღქმა ჰქონდა არსებული პრობლემების. მათ შორის, რეზოლუციასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, ვციტირებ, რეზოლუციაზე შეუთანხმებლობას მან სირცხვილი უწოდა და აბსოლუტურად ვიზიარებ ამას. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა ჩვენი რეზოლუცია წარდგენილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ვიდრე პარტიები ამაზე საუბარს დაიწყებდნენ და უკან გავითხოვეთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა პარტიები ასე სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქცეულან. საკმაოდ, სწორი აქცენტები იყო დასმული მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით.

არ მინდა რადიკალური განცხადებები გავაკეთო, მისი გამოსვლა იყო ისეთი, რაც გასაზიარებელია და ფორმატთან დაკავშირებით, კიდევ მრჩება კითხვის ნიშნები. იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები შემდეგ შეხვედრაზე კიდევ უფრო ამოიწურება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა