პრემიერი - ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს, ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, ამაზე რეაგირება საჭიროა - ჩემი ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული

ე.წ. ქოლ-ცენტრები მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მიერ შეიქმნას საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვა სამსახურებიც იქნებიან ჩართული, რაც აღნიშნული ქოლ-ცენტრების საქმიანობას გამოიძიებს. ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ არაკანონიერ საქმიანობაში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების ჩართულობაზე ინფორმაციას ფლობს.

,,მოგეხსენებათ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხი მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა, გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები გაასაჯაროვა და მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგებიც გაასაჯაროვა და ყველაფერი არის ნათელი, მაგრამ ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლის ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას ქვეყანაში. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო და კიდევ ვიმეორებ, რომ მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული ჩემი ინფორმაციით, ამის თაობაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ რამდენიმე პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც, კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი ეს დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით სხვებზე გადაბრალება, ამ შემთხვევაში, მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო