ბადრი ჯაფარიძე - ირმა ინაშვილთან ოპოზიციის კონსოლიდაციაზე საუბარი არ ყოფილა - თქვა, რომ რუსთავში კანდიდატს არ აყენებენ

ირმა ინაშვილთან ოპოზიციის კონსოლიდაციაზე საუბარი არ ყოფილა. მან თქვა, რომ არ აყენებენ კანდიდატს რუსთავში, მას მოვუყევი იმ უმსგავსო საქციელზე, თუ როგორ მოიქცა „ქართული ოცნება“ ჩემთან მიმართებაში , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს გუშინ შეხვედრაზე „მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის დეტალები გააცნო“.

"ირმა ინაშვილს დიდი ხანია, რაც ვიცნობ. არანაირი მოგონილი კონსპირაციული შეხვედრა არ იყო. როგორ შეიძლება დღისით და მზისით კონსპირაციული შეხვედრა ჩაატარო პარლამენტთან კაფეში. არავისთან ყოფილა დასამალი ეს შეხვედრა. სხვა პოლიტიკოსებსაც შევხვდები. ირმას მოვუყევი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცა " ქართული ოცნება" ჩემთან მიმართებაში. მას ჟურნალისტიკის პერიოდიდან ვიცნობ. განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმები ხელს არ უნდა გვიშლიდეს ურთიერთობაში ადამიანებს, პოლიტიკოსებს. პაპუაშვილსაც შევხვედრილვარ, კობახიძესაც, ოხანაშვილს და კიდეც შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებს "ქართული ოცნება". ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა არ გქონდეს ადამიანებთან.

ოპოზიციის კონსოლიდაციაზე ირმა ინაშვილთან საუბარი არ ყოფილა. მან თქვა, რომ არ აყენებენ კანდიდატს რუსთავში. მას მოვუყევი იმ უმსგავსო საქციელზე, როგორც მოიქცა „ქართული ოცნება“ ჩემთან მიმართებაში. ამ პოლიტიკური დევნის დეტალები გავაცანი. მან გარკვევით, თქვა რომ რუსთავში არცერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარს.

მე შეხვედრები მაქვს სხვადასხვა პოლიტიკოსთან და გავაგრძელებ. ხვალ ელჩებს ვხვდები და ეს არანაირ კავშირში არ არის რუსთავში ჩემ კამპანიასთან. ამ დღეებში მექნება შეხვედრები, როგორც რუსთავის კამპანიაზე, ასევე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

ჟურნალისტის კითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ ირმა ინაშვილი პუტინისთვის წერილის გაგზავნას აპირებდა, ჯაფარიძე პასუხობს, რომ მისი პოზიცია ინაშვილმა იცის და ნათელია, რომ აღნიშნულზე საუბარს ადგილი არ ექნებოდა.

ირმა ინაშვილმა ჩემი პოზიცია იცის. პუტინის რუსეთი დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იცის და ამ თემაზე ჩემთან საუბარს რომ ადგილი არ ექნებოდა ნათელია“,- განმარტავს ჯაფარიძე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის