გიორგი ვაშაძე - დასავლელი პარტნიორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ რეალური საფუძველი აქვთ იფიქრონ, საქართველოს ხელისუფლება არ არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით, გზავნილი არის ასეთი: ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა არავის

ჩვენი დასავლელი პარტნიორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათ აქვთ რეალური საფუძველი იფიქრონ, საქართველოს ხელისუფლება არ არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით - მეტიც, გზავნილი არის ასეთი: ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა არავის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინიდან ჩართვისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 24 მარტს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან, სადაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხს დააყენებენ.

ვაშაძის განცხადებით, ვიზიტისთვის მომზადების მიზნით ხვალ საქართველოში ჩამოდის.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, გიორგი ვაშაძის შეფასებით, რუსეთი კიევის აღებას ვერ შეძლებს, მეტიც, იგი ვერანაირ შედეგზე ვერ გავა.

„დღეს კიევი არა თუ, არ არის ალყაშემორტყმული, არამედ ყველა მონაცემით, კიევის აღება რუსული არმიის მხრიდან, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ასევე, გამორიცხულია ხარკოვის აღება და საერთოდ, რუსულმა არმიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ კორუფციაზე დაფუძნებული, ტოტალიტარულ მენტალობაზე აგებული შეიარაღებული ძალები, რაც არ უნდა იბაქიბუქოს, ვერანაირ შედეგზე ვერ გავა. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ს განცხადება, რომ ალბათ, რამდენიმე დღეში პუტინი ისევ დაგვიწყებს შეშინებას ბირთვული იარაღითო. მივმართავ ამერიკელებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ბირთვული იარაღი არ არის უკრაინის და საქართველოს პრობლემა, ბირთვული იარაღის მუქარა არის ნატო-ს, აშშ-ს და ყველა ბირთვული სახელმწიფოს პრობლემა, უკრაინასთან, საქართველოს და ყველასთან ერთად. ამიტომ, თუ ამ მუქარას ელოდებით, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები.

ხვალ საქართველოში მოვდივარ, რადგან ბრიუსელში ვიზიტისთვის უნდა მოვემზადო, რომელიც 24 მარტს იქნება. მივდივართ მე, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე. 24 მარტს ასევე ნატო-ს სამიტი იქნება, ჯო ბაიდენი ჩამოდის ბრიუსელში და მე მექნება არაერთ ფორმატში საუბარი.

რატომ გადავწვიტე დღეს საქართველოში წამოსვლა და ბრიუსელში წასვლა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან დამიკავშირდნენ, ვისთანაც შეხვედრა მექნება ბრიუსელში და მითხრეს, რომ მათ აქვთ რეალური საფუძველი იფიქრონ, რომ საქართველო არ არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით, ხელისუფლებს ვგულისხმობ, უფრი მეტიც, გზავნილი არის ასეთი, ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა არავის, - ან ხარ რუსეთის მხარეს, ან ხარ უკრაინის და დასავლეთის მხარეს. ასე რომ, არც იქ ვარ, არც აქ, ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომია, ასე ყოფნა არ გამოუვა საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია