რომან გოცირიძე - დანილოვის განცხადება შეცდომა იყო, მაგრამ ამის გამოყენება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნამუსოდ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ინტერესები, არ აქვს სოლიდარობის განცდა უკრაინის მიმართ

დანილოვის განცხადება სერიოზული შეცდომა იყო, მაგრამ ამის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან უნამუსოდ, შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ამ ქვეყნის ინტერესები, არ აქვს სოლიდარობის განცდა უკრაინის მიმართ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს ეს განცხადებები ოპოზიციასთან დააკავშიროს და განავრცოს თემა, თითქოს საქართველოში ოპოზიციას ომი უნდა.

„გაქანებულ ომში მყოფი ქვეყნის სახელისუფლებო პირი როცა ამ განცხადებას აკეთებს, ეს არის შეცდომა, მაგრამ გაუხარდა "ქართულ ოცნებას", არ გაუშვეს შანსი, როგორც იტყვიან, "შეაჯდნენ" ამ კაცს, ერთადერთი მიზნით, რომ შემდეგ რაღაც ფორმით დაეკავშირებინათ საქართველოში ოპოზიციასთან და კვლავ განევრცოთ თავიანთი დემაგოგიური, უნამუსო ბრალდება, რომ საქართველოში თითქოს ვიღაცას ომი უნდა და ძალისმიერი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ განცხადებაში ბევრი სხვა რამ იყო, დიდი კონტექსტი სხვანაირი იყო, ამბობდა, რომ თუ იაპონია განაცხადებს პრეტენზიებს კურილიის კუნძულებზე, პოლონეთი კალინინგრადის ოლქზე, მერე ახსენა მოლდოვა, საქართველო, ყარაბაღი და ა.შ. და თქვა, რომ რუსეთს თუ მრავალმხრივი პრობლემები შეექმნა, უკრაინას ცოტათი პრობლემები შეუმსუბუქდება. სერიოზული შეცდომა იყო, მაგრამ ამის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან უნამუსოდ შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, ის საშინელი ვითარება, რაც უკრაინაშია, არ აქვს სოლიდარობის განცდა, არ პატიობს ერთ პატარა წამოცდენასაც იმ ქვეყნის ერთ-ერთ ჩინოვნიკს, რომელიც დღეს ასეთი საშინელი აგრესიის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავდებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას დაეხმარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა