საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა

29-30 მარტს, საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე- პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„ზბიგნევ რაუ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგებს პატივს და საპატიო სტუმრების წიგნში გააკეთებს ჩანაწერს. ასევე ზბიგნევ რაუ პატივს მიაგებს თბილისში ლეხ კაჩინსკის მემორიალს. ზბიგნევ რაუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა