ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მიმართავს, “Z” სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება განიხილონ

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მიმართავს ინიციატივით, განიხილონ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მოწოდება “Z” სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზების შესახებ.

შესაბამისი წინადადებით დეკანოიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.

“დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან მეგობარ ქვეყნებს მოუწოდა, მოხდეს რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის - “Z“ კრიმინალიზება. ეს სიმბოლიკა ძალიან მძიმე დანაშაულს აჩვენებს, რომელსაც რუსეთი სჩადის. ეს მძიმე დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და ჰოსტომელში. ეს მძიმე დანაშაული უკრაინის ყველა მაცხოვრებელს ეხება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწოდებს, კრიმინალიზაცია მოახდინონ “Z” სიმბოლოს გამოყენების, რომელიც კონფლიქტში მონაწილე რუსულ სამხედრო მანქანებზეა გამოსახული. ამის შესახებ ის “ტვიტერში“ წერს.

“მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სიმბოლო. „Z“ ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს, დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელს. ამ ბარბაროსობის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა აიკრძალოს“, - წერს ის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?