რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას კომისია, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და  საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომ ყველა ეჭვი გააქარწყლოს

რას აკონტროლებს ფინანსთა სამინისტრო საბაჟოზე? სანქციებს შეუერთდა? - სანქციებთან შეერთება დემაგოგიურად აუხსნეს საქართველოს მოქალაქეებს როგორც რუსეთისთვის ემბარგოს გამოცხადება, არავინ გვავალდებულებს, რომ რუსეთიდან ხორბალი არ ვიყიდოთ ან ღვინო არ გავყიდოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ფინანსთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ნებისმიერი ტიპის საქონელი და პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მიერ ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.

რომან გოცირიძის თქმით, არსებობს კონკრეტული პროდუქცია, რომელიც ექვემდებარება სანქციებს, ხოლო თუ საქართველო მას მიერთებული არ არის, კონტროლის ვალდებულებაც არ არსებობს და ასეთ შემთხვევაში, ეს პროდუქტი შესაძლებელია რუსეთში მოხვდეს. გოცირიძე განმარტავს, რომ სანქციებზე შეერთება ნიშნავს, რომ ევროპის მიერ დაწესებული აკრძალული პროდუქტების გამტარი საქართველო არ უნდა იყოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას კომისია, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომ ყველა ეჭვი გააქარწყლოს. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა, ვითომ ხდება საბაჟო კონტროლი, თუ სანქციებს მიერთებული არ ხარ, რას აკონტროლებ? რა ვალდებულება გაქვს? მაგალითად, შემოვიდა მძლავრი კომპიუტერი, ბიტკოინების მწარმოებელი პროცესორი, რომელიც აკრძალული არაა და რუსეთმა შეიძლება ის გამოიყენოს რაღაცისთვის, სამხედრო დანიშნულებისთვის, ევროპის მიერ აკრძალული ტექნოლოგიის საქართველოდან გატანის შემთხვევაში დღეს საქართველოში არსებული რეჟიმით არაფრის დარღვევა არ იქნება. მაშინ რატომ აკონტროლებს ფინანსთა სამინისტრო? სანქციებს შეუერთდა? თუ შეუერთდა განაცხადოს ხმამაღლა, თუ არა - რას აკონტროლებ. ყველაზე დიდი დანაშაული ეს იყო, რომ სანქციებთან შეერთება დემაგოგიურად საქართველოს მოქალაქეებს აუხსნეს როგორც რუსეთისთვის ემბარგოს გამოცხადება. არავინ გვავალდებულებს, რომ რუსეთიდან ხორბალი არ ვიყიდოთ, არ ვიყიდოთ ნავთობპროდუქტები, გარდა 12 მარკისა, არ ვაწარმოოთ ანგარიშსწორება რუსულ ბანკებთან ან არ გავყიდოთ ჩვენი ღვინო და ჩვენი "ბორჯომი". ტყუილია ეს! სანქციებზე შეერთება ნიშნავს, რომ ევროპის მიერ დაწესებული აკრძალული პროდუქტების (ან კომპიუტერის, ან მიკროსქემების, ჩიპების, ბოინგის ნაწილების და სხვა რაღაცების, რომლის შეტანა ევროპას აქვს აკრძალული) გამტარი არ უნდა იყოს საქართველო ანუ ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის. თუ სანქციებს არ უერთდები, მაშინ შენ ხარ მონაწილე ამის და ამიტომ ჩნდება ეჭვები, მთავრობამ ეს ეჭვები დასაბუთებულად უნდა უარყოს",- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო