GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ფოტო პროექტების პრეზენტაცია გამართეს

GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ფოტო პროექტების პრეზენტაცია გამართეს.

GIPA-ს ინფორაციით, პროექტის მონაწილეებმა საკუთარ რეგიონებში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ადგილობრივ პრობლემებსა და საინტერესო ადამიანებზე შექმნილი 29 ფოტო პროექტი წარადგინეს. საუკეთესოები კი სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, მედია პლატფორმა ჩაიხანას ფოტორედაქტორმა ნინო-ანა სამხარაძემ და ფრილანს ფოტოგრაფმა მანო სვანიძემ გამოავლინეს. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური პრიზები გადასცეს.

„GIPA Media Lab-ში ფოტოგრაფიის კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ტრენინგებს დოკუმენტალისტი და ფოტოგრაფი მაკა გოგალაძე უძღვებოდა.

GIPA Media Lab-ი უკვე მეოთხე წელია ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური თემების ახალგაზრდების მულტიმედიური უნარ-ჩვევებით აღჭურვას და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას.

ტრენინგები ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში იმართება.

სემინარებისა და ტრეინინგების საშუალებით ახალგაზრდები ამბის თხრობის უნარებს, ჟურნალისტური კვლევისა და შინაარსის მრავალფეროვან ფორმატში დამუშავების ტექნიკას სწავლობენ, ასევე ისინი გამოცდილებას იძენენ სოციალური კამპანიების ორგანიზებაში.

პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ახორციელებს და სახელოსნოებს, სემინარებსა და ტრეინინგებს GIPA-ს აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები უძღვებიან. ასევე, პროექტში ჩართულნი არიან ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სომეხი, აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მულტიეთნიკურ რეგიონებში სწორედ ისინი უწყობენ ხელს კომუნიკაციის გაღრმავებას. პროექტი სამი ქვეყნიდან აახლოვებს ახალგაზრდებს და მათ ერთი იდეის, კავკასიის უკეთესი მომავლის გარშემო აერთიანებს.

ტრენინგის მონაწილეების მიერ შექმნილ პროექტები სხვადახხვა პრიზებით ბრუნდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ფესტივალებიდან. გულგუნ მამედხანოვას ფილმი „16 წლის ცოლები“ თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალის 90-წამიანი ფილმების კონკურსის “Depict!”-ის გამარჯვებული გახდა, იმავე ფილმით კი Young Adami 2020-ის პრიზიც მოიპოვა. Adam Media Prize 2018 წლის გამარჯვეულია აზიზ განიევის ფილმიც “როგორია, იყო ახალგაზრდა ბიჭი სოფლად, ქვემო სარალში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს