კელი დეგნანი ხელისუფლებას - ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ - მოვუწოდებთ, რომ ყურადღებით და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "ყურადღებითა და სერიოზულობით" მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ყოველთვის მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილისთვის შესაბამისი, სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ.

„ვიცი, რომ იზრდება შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ მისთვის შესაბამისი, სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ, რადგანაც ეს გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება. პენიტენციურმა სამსახურმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მათ აღნიშნეს, რომ ისინი უწევენ სამედიცინო დახმარებას, ამბობენ იმასაც, რომ ზოგიერთ მათგანზე თავად სააკაშვილი ამბობს უარს. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ყურადღებითა და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით",-აღნიშნა კელი დეგნანმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა