ბადრი ჯაფარიძე - უნდა შეიქმნას იმ პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომლებიც “შარლ მიშელის დოკუმენტს” შეუერთდნენ და  ბრიუსელში ჩავიდეს

უნდა შეიქმნას იმ პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომლებიც “შარლ მიშელის დოკუმენტს” შეუერთდნენ და ის უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თუ ის უარს იტყვის ამ ინიციატივაზე, მაშინ ის უარს ამბობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გვერდზე უნდა გადადოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ამ ერთხელ მაინც იზრუნოს იმისათვის, რომ შემცირდეს რისკები.

„შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის მონაწილეობით იქნა მიღებული, იყო ევროკავშირის წესები, რომელიც ფეხქვეშ გათელა „ქართულმა ოცნებამ“. ასევე სრულად იგნორირება მოხდა ევროკავშირის მოწოდებების, შეჩერებული ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, ასევე არ იქნა შესრულებული პირობა სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, რის გამოც ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა. ასე რომ, რისკები არის ძალიან დიდი. ჩვენ გვმართებს გადავდგათ უპრეცედენტო ნაბიჯები. გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები. ახლა აუცილებელია დარჩენილ დროში, სანამ ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება, მოხდეს დაბრუნება „შარლ მიშელის დოკუმენტთან“. უნდა იქნეს ფორმირებული ინტერპარტიული ჯგუფი იმ პარტიებისგან შემდგარი, რომლებიც შეუერთდნენ „შარლ მიშელის დოკუმენტს“ და ინტერპარტიული ჯგუფი უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, უნდა ჩაატაროს შეხვედრები ყველა ინსტიტუტში, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აუცილებელია ასევე, ინტერპარტიული ჯგუფი ჩავიდეს ევროპის უმნიშვნელოვანეს დედაქალაქებში, სადაც დემონსტრირებული იქნება, რომ ჩვენ ვართ ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, რომ შემოუერთდეს „შარლ მიშელის დოკუმენტს“. ეს არის ევროკავშირის წესებით განსაზღვრული დოკუმენტი და ამ წესებით თამაში აუცილებელია იმისათვის, რომ იყო ევროპული ოჯახის წევრი და არა ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ წესებით თამაში, რომელიც არის უწესობა.

ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მიღებას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული რისკი, დარჩეს ევროპული პერსპექტივის მიღმა. მისი თქმით, რისკები განპირობებულია „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, ანტიევროპული ქმედებების გამო.

„ჩვენ დავბრუნდით ბრიუსელიდან, სადაც “ლელოს” დელეგაცია ატარებდა შეხვედრებს ევროპულ საბჭოში, ასევე შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტში, ევროკომისიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. დელეგაციაში ვიყავით მე და სალომე სამადაშვილი. ჩვენი ამოცანა იყო კოლეგებისთვის გადაგვეცა ქართველი ხალხის ნება. სამწუხაროდ, ბრიუსელში დაგვხვდა რეალობა, რომელიც შექმნილია „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, ანტიევროპული ქმედებების გამო.

ჩვენს ქვეყანას აქვს სერიოზული რისკი დარჩეს ევროპული პერსპექტივის მიღმა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინოთ და შევძლოთ ამ რისკების შემცირება. რისკები ძალიან მაღალია იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ შეგნებულად დგამდა არასწორ ნაბიჯებს ძალაუფლების შენარჩუნებისა და სიბრიყვის გამო. შედეგი არის ის, რომ ამ წუთას განწყობა არ არის პოზიტიური მნიშვნელოვან მოთამაშეებში, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ივნისის შუა რიცხვებში საქართველოსთან დაკავშირებით. ბრიუსელში მთავარი ფოკუსი შეჩერებულია უკრაინაზე, რომ უკრაინამ მიიღოს მაქსიმალური იმ შეხვედრებიდან, რომელიც დაგეგმილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს შორის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა