პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყო

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივა “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატებს ეკუთვნით. დებატებში პარლამენტში წარდგენილი ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

პოლიტიკური დებატები პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით ინიშნება.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისადმი წარდგენილ შესაბამისს მოთხოვნას ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე, გრიგოლ ვაშაძე, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ტარიელ ნაკაიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან იოსელიანი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკელია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, აკაკი მინაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ჰერმან საბო, გუბაზ სანიკიძე, ზაალ უდუმაშვილი, სულხან სიბაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, თამარ ჩარკვიანი, შალვა შავგულიძე, ცეზარ ჩოჩელი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, იაგო ხვიჩია და თეიმურ ჯანაშია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს