პრეზიდენტი - მთავარი მაინც ხელისუფლებაა, შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა, ამასთან ერთად ნათელია, რომ ოპოზიცია სარგებლობს ყველა შეცდომით, რომ იაროს ბრიუსელში

მთავარი მაინც ხელისუფლებაა. შენ ხარ ხელისუფლება და შენ იღებ გადაწყვეტილებებს, შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად ნათელია, რომ ოპოზიცია სარგებლობს ყველა იმ შეცდომით, რომ იაროს ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცეულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რამდენად იზიარებს „ქართული ოცნების“ გუნდის ბრალდებებს ოპოზიციის მისამართით, რომ თუ საქართველო ევროკავშირი წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ოპოზიციას დაბრალდება.

პრეზიდენტმა ამ პროცესში ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩადის. მე მგონი, იმის დრო არ არის, რომ ევროპელებს მივცეთ განცდა, რომ ქართველები ყველანი იქ არიან და ვინ, ვინ არის და ვინ რომელზე ცუდს ამბობს - ესეც არ არის ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ წაგვადგება. თუმცა, ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით და იქ, აკეთებს აპელირებას იმაზე, რომ ვითომ ეს იყოს მხოლოდ მთავრობა [მთავრობის შეცდომა] და ამას გავლენა არ ჰქონდეს ქვეყნის რეპუტაციაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა აბსოლუტურად ითქვას, რომ ოპოზიცია ხელს უშლის და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.

„მიზეზი რომ არ იყოს, ვერ გაიტანდნენ. ამიტომ, მიზეზიც არ უნდა მისცე, მაგრამ, რომ გააქვთ და ჰგონიათ, რომ ამას მხოლოდ მთავრობაზე აქვს შედეგი, მას შედეგი აქვს ქვეყანაზეც და მის რეპუტაციაზეც. პარლამენტშიც ვთქვი, ორივე სცოდავს, მაგრამ ჩემი სიტყვის მთავარი პათოსი რაც დაავიწყდათ, იყო ის, რომ ჩვენ გვევალებოდა და გვევალება ერთიანობა ამ მომენტში. რა იყო დარჩენილი? ერთი-ორი თვე! ახლაც ასეა, ერთი თვე რჩება და ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ამ პერიოდში, ამ მიზნის მისაღწევად ერთიანნი ვიყოთ. მე მგონი, მთელი მოსახლეობა ელოდება იმას, რომ ვაჩვენოთ საკუთარ თავს, ჩვენს მოსახლეობას და გარეთ, რომ საქართველომ იცის, რა უნდა, შეუძლია გვერდზე გადადოს ის პოლიტიკური დაპირისპირება ცოტა ხნით მაინც, მერე დავუბრუნდეთ ამ დაპირისპირებას, მაგრამ დღეს ერთიანობაა საჭირო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რა შედეგი დადგება სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ამაზე წინასწარ მსჯელობა ძნელია.

„რომელ შედეგს? ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება და ამაზე წინასწარ მსჯელობა ძალიან ძნელია, ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს. თვითონ ევროკავშირში ჯერ ნათელი არ არის, რა ფორმატზე შეთანხმდებიან და მიდის მსჯელობა ფორმატზე - სამივე ქვეყანა ერთად იქნება განხილული, თუ არა, ეს იქნება ნამდვილად კანდიდატის მინიჭება, თუ სხვა ახალი შექმნილი პოლიტიკური ფორმატი. ბევრ რამეზეა საუბარი. ასე რომ, თეთრი და შავი ალბათ არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავში არ ჩავიხედოთ და არ დავფიქრდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა