შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას

როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, მიხეილ სააკაშვილს ყველა სერვისი მიეწოდებოდა. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს. ახლა ვხედავთ, რომ თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს და განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ აქ მიხეილ სააკაშვილის საჭირო მკურნალობის საშუალება არ არის, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რასაც უნდა უპასუხოს, ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით“.

მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება. ერთი, მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული. ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმე, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუკი, ის მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, მეტ-ნაკლებად ყველა ამ მომენტს შეეგუა. მეორე, ეს გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი, ისევე, როგორც დანარჩენი 9000-ზე მეტი პატიმრისა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაშია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, თუკი, დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი და განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას ახერხებს სწორედ სასჯელაღსრულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას

როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, მიხეილ სააკაშვილს ყველა სერვისი მიეწოდებოდა. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს. ახლა ვხედავთ, რომ თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს და განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ აქ მიხეილ სააკაშვილის საჭირო მკურნალობის საშუალება არ არის, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რასაც უნდა უპასუხოს, ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით“.

მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება. ერთი, მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული. ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმე, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუკი, ის მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, მეტ-ნაკლებად ყველა ამ მომენტს შეეგუა. მეორე, ეს გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი, ისევე, როგორც დანარჩენი 9000-ზე მეტი პატიმრისა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაშია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, თუკი, დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი და განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას ახერხებს სწორედ სასჯელაღსრულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი