რეზოლუცია - ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია აღნიშნული.

დოკუმენტში საუბარია, რომ 2021 წლის 5 ივლისს ულტრამემარჯვენე აქტივისტები ძალადობრივად თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მედიის წარმომადგენელსა და მშვიდობიან მომიტინგეს, როდესაც ისინი „პრაიდის“ მარშს აშუქებდნენ, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა.

„„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ამ თავდასხმის შემდეგ მიყენებული დაზიანებების გამო მალევე გარდაიცვალა”, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მედია გარემო, რამდენიმე წლის გაუმჯობესების შემდეგ, სწრაფად გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტოდ ბევრი შემთხვევა მოხდა, რამაც გამოიწვია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთების გამომხატველი განცხადება მედიის თავისუფლების შესახებ და საქართველოს მნიშვნელოვანი დაქვეითება მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში.

რეზოლუციის თანახმად, ჟურნალისტებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ცილისწამებასთან დაკავშირებული საჩივრების რაოდენობა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირების მიერ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ, იზრდება. ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია არხების წარმომადგენლებს, აქვთ სირთულეები საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვებაში.

„ჩატარებული გამოძიებების დროს იყო გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ნაკლებობა, რამაც გამოიწვია დაუსჯელობის ფართო შთაბეჭდილება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვს ადამიანს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მარშზე ორ ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმისთვის.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებზე და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის.

მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის გამჭვირვალე მფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემაში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს; მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა და უზრუნველყოს ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ მიერ საჯარო განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე