19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით უსუფაშვილი - როცა ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამბობს - „სახელმწიფო ეს მეც ვარ, მეც მაქვს სათქმელი და ევროკავშირში მინდა“, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ეს რიგითი აქციაა?

როცა ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამბობს -„სახელმწიფო ეს მეც ვარ, მეც მაქვს სათქმელი და ევროკავშირში მინდა“, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ეს რიგითი აქციაა? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, 20 ივნისის აქცია იქნება ერთ- ერთი მორიგი აქცია თუ რამე შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის.

უსუფაშვილის თქმით, თავად აქციაზე წავა, როგორც მოქალაქე, რომელიც გაბრაზებულია იმით, რომ მის შვილებს და თანამოქალაქეებს განვითარება შეუფერხეს.

„მე არ მგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობს რაიმე რიგითი წუთი ან წამი, განსაკუთრებით, როცა საქვეყნო საქმეზე რაღაცას ვამბობთ ან ვაკეთებთ, ეს არ არის მორიგი და რიგითი, ეს არის უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველა დემონსტრაცია არის რიგითი და ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, როცა ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამბობს, ვიღაცები რომ წყვეტთ რაღაცებს, სახელმწიფო ეს მეც ვარ, მეც მაქვს ჩემი სათქმელი, მეც რაღაც მინდა, ევროკავშირში მინდა, როგორ შეიძლება მე ამაზე ვთქვა, რომ ეს შეიძლება დარჩეს მორიგ აქციად?! სიცოცხლეც რიგითია, თქვენ გგონიათ, მეორე სიცოცხლე გაქვთ კიდევ? ყველაფერი რიგითია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამ რიგითობაში არის მთელი არსი ცხოვრების. თავისუფლება რომ უნდოდა ხალხს და 9 აპრილს აქ რომ გამოვიდნენ, რიგით აქციაზე მოვიდნენ, მაგრამ 9 აპრილად იქცა ეს. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ტრაგედიებისგან, მაგრამ როცა ადამიანები გამოდიან, ვის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც არ უნდა გამოდიოდნენ, მთავარია, ეს იყოს იმ ადამიანების თავისუფალი ნება და დღეს მე დარწმუნებული ვარ რუსთაველზე მოვლენ ადამიანები, რომელთა რაოდენობა მე არ მაინტერესებს, ისევე როგორც ეს არ მაინტერესებდა სალომე ზურაბიშვილმა რომ აქცია დააანონსა, მივედი იქ და დავდექი, რადგან სწორი მოთხოვნა იყო. დღეს მივალ და დავდგები იქ, როგორც ერთი მოქალაქე, რომელიც გაბრაზებულია იმით, რომ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს შვილებს, თანამოქალაქეებს სერიოზულად შეუფერხეს განვითარება, კეთილდღეობა, შემოსავლები, უსაფრთხოება, განათლების დონე და ყველაფერი. მე რამდენადაც ვიცი, არ არის პოლიტიკური გამოსვლები და განცხადებები. "ლელო", როგორც პოლიტიკური პარტია, ვმუშაობთ 24 ივნისის შემდგომ გეგმებზე, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის