შალვა პაპუაშვილი - ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება

ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება , - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციაზე და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზე დასმულ კითხვას.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ "ჩვენთან ტროიკების მიდგომა აქტიურ ადამიანებში არის პრობლემა".

პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩანაწერი დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით სამივე ქვეყანასთან მიმართებაში გაკეთდა.

"მათ შორის უფრო რთულად უკრაინასთან მიმართებაში - მითითებაა კანონსა და მის შესრულებაზე. მოლდოვაზეც არის ჩანაწერი. ამ ჩანაწერის მთავარი არსია, რომ ფულად რესურსებს გადაჭარბებული გავლენა არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტებზე.

ყველა ეს საკითხი არის გარკვეული დღის წესრიგი იმისთვის, რომ პირობები დაკმაყოფილდეს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პირობითია სტატუსის მინიჭებაც და არ მინიჭებაც. როგორც უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს პირობები სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე საქართველომ - რათა მიიღოს. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიცია, როცა მსჯელობა იქნება პარლამენტშიც.

შეუძლიათ, წინადადებები წარმოადგინონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

შალვა პაპუაშვილი - ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება

ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება , - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციაზე და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზე დასმულ კითხვას.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ "ჩვენთან ტროიკების მიდგომა აქტიურ ადამიანებში არის პრობლემა".

პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩანაწერი დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით სამივე ქვეყანასთან მიმართებაში გაკეთდა.

"მათ შორის უფრო რთულად უკრაინასთან მიმართებაში - მითითებაა კანონსა და მის შესრულებაზე. მოლდოვაზეც არის ჩანაწერი. ამ ჩანაწერის მთავარი არსია, რომ ფულად რესურსებს გადაჭარბებული გავლენა არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტებზე.

ყველა ეს საკითხი არის გარკვეული დღის წესრიგი იმისთვის, რომ პირობები დაკმაყოფილდეს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პირობითია სტატუსის მინიჭებაც და არ მინიჭებაც. როგორც უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს პირობები სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე საქართველომ - რათა მიიღოს. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიცია, როცა მსჯელობა იქნება პარლამენტშიც.

შეუძლიათ, წინადადებები წარმოადგინონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა