ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ? ნული!

მე მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ? ნული. არაფერი. პირიქით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები მიყიდეთ. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დაუწესა. მაგარი სანქციები გაატარეს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ სწორედ ის ადამიანები მოუწოდებენ, ვისაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არაფერი გაუკეთებია.

„ომის შემდეგ არავითარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ არსად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოემობილიზებინათ და რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ. ვინმეს რამე გახსენდებათ? არა, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. დღეს ესენი მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, რუსეთს კი არა საკუთარ თავს მეგობრობო, მეორე ფრონტი გავხსნათ აქ თურმე...,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები აქვს და „გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ გვინდა - ეს ასეა“.

„საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი - დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო, მათი გაუაზრებელი, უგუნური პოლიტიკის შედეგად როგორ უღირსად მოექცნენ ჩვენს მოქალაქეებს. სატვირთო თვითმფრინავებით გამოაგზავნეს საქართველოში, წაართვეს ბიზნესები, სახლები და საშინელი ტერორი გამოიარეს. ამის შემდეგ კარგად გახსოვთ, სანქციების მიერთების თაობაზე რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით მარტივად, რომ ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს და ეს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ეხება. გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ გვინდა - ეს ასეა. ეს არის რეალობა, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინეთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია