ლევან ხაბეიშვილი პრემიერს - ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ - კომოს ტბაზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას

პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო?! - თქვენ სახელობითად ხართ ყველანი პრობლემა, დაგთვალათ ევროპარლამენტარებმა, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა კორუფციაში და პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, ივანიშვილმა რატომ არ დასაჯა ის.

ხაბეიშვილის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებზე და "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

„კორუფციის მიმართულებით პრობლემა არის და ამას უნდა ებრძოლოთო, ბატონო ირაკლი. პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო?! ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაში და ცოლის და არ უნდა დაასაქმოო, ხომ არ დაგიწერდნენ?! ამ მშიერ ქვეყანაში ხალხი რომ გააღატაკეთ და ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ, - კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას და საწყალ ხალხს საჯარო სკოლაში ვერ დაჰყავს ბავშვი, რადგან ზოგს ტანსაცმელი არ აქვს, ზოგს საჭმლის შესაძლებლობა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

კორუფციაში ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ, კორუმპირებული იყო, ხელი წაუცდა, მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო და როგორ დამთავრდა ეს ამბავი?! თქვენ რატომ არ დაგსაჯეს, ან თქვენი ნათესავები, რომლებიც ბიძინამ დაადანაშაულა ქურდობაში?! როგორ არიან, უკან მოატანინეთ ეს ფული თუ რატომ არ დაიჭირეთ?!

დეოლიგარქიზაცია, ანუ ღარიბაშვილი ბიძინას ბანკირი რომ იყო და დღეს მთავრობას მართავს, ეგრე არ გამოვაო. მისი პირადი დაცვის უფროსი რომ დღეს შს მინისტრია, გომელაური, - ლილუაშვილი, კიდევ ერთი მისი ბანკირი, სახელმწიფო უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. თქვენ სახელობითად ხართ ყველანი პრობლემა, დაგთვალათ ევროპარლამენტარებმა. მათ შორის ისტორიული დოკუმენტი მიიღეს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ სამშობლოს მოღალატეაო, ის პრობლემას უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

5-6 ივლისზე პირადად გაქვთ პასუხისმგებლობა, მკვლელობის თანამონაწილე ხართ, ოპერატორს ვგულისხმობ. საერთოდ როგორ დგახართ მერე ამ კამერებთან, მიკვირს, მის კოლეგებს თვალს როგორ უსწორებთ?! - ამ კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხი თქვენ და მთავრობის წევრებმა და არა იმ ბოდვებზე, რაც აქ ილაპარაკეთ!“, - მიმართა ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლევან ხაბეიშვილი პრემიერს - ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ - კომოს ტბაზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას

პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო?! - თქვენ სახელობითად ხართ ყველანი პრობლემა, დაგთვალათ ევროპარლამენტარებმა, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა კორუფციაში და პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, ივანიშვილმა რატომ არ დასაჯა ის.

ხაბეიშვილის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებზე და "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

„კორუფციის მიმართულებით პრობლემა არის და ამას უნდა ებრძოლოთო, ბატონო ირაკლი. პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო?! ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაში და ცოლის და არ უნდა დაასაქმოო, ხომ არ დაგიწერდნენ?! ამ მშიერ ქვეყანაში ხალხი რომ გააღატაკეთ და ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ, - კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას და საწყალ ხალხს საჯარო სკოლაში ვერ დაჰყავს ბავშვი, რადგან ზოგს ტანსაცმელი არ აქვს, ზოგს საჭმლის შესაძლებლობა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

კორუფციაში ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ, კორუმპირებული იყო, ხელი წაუცდა, მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო და როგორ დამთავრდა ეს ამბავი?! თქვენ რატომ არ დაგსაჯეს, ან თქვენი ნათესავები, რომლებიც ბიძინამ დაადანაშაულა ქურდობაში?! როგორ არიან, უკან მოატანინეთ ეს ფული თუ რატომ არ დაიჭირეთ?!

დეოლიგარქიზაცია, ანუ ღარიბაშვილი ბიძინას ბანკირი რომ იყო და დღეს მთავრობას მართავს, ეგრე არ გამოვაო. მისი პირადი დაცვის უფროსი რომ დღეს შს მინისტრია, გომელაური, - ლილუაშვილი, კიდევ ერთი მისი ბანკირი, სახელმწიფო უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. თქვენ სახელობითად ხართ ყველანი პრობლემა, დაგთვალათ ევროპარლამენტარებმა. მათ შორის ისტორიული დოკუმენტი მიიღეს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ სამშობლოს მოღალატეაო, ის პრობლემას უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

5-6 ივლისზე პირადად გაქვთ პასუხისმგებლობა, მკვლელობის თანამონაწილე ხართ, ოპერატორს ვგულისხმობ. საერთოდ როგორ დგახართ მერე ამ კამერებთან, მიკვირს, მის კოლეგებს თვალს როგორ უსწორებთ?! - ამ კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხი თქვენ და მთავრობის წევრებმა და არა იმ ბოდვებზე, რაც აქ ილაპარაკეთ!“, - მიმართა ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის