არჩილ თალაკვაძე - ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს

საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენად რელევანტურია, როცა ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე ქვეყნის "დასჯაზე" საუბრობენ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ექნება პოლიტიკური კონტექსტი, კერძოდ, ის რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

"არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ პოლიტიკოსს ევროპაშიც კი მიაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა იყოს მიღებული იგივე გადაწყვეტილება, რაც უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით არის რეკომენდირებული ევროკომისიის მხრიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და ვულოცავთ მათ, რომ ასეთი რეკომენდაცია გამოიცა, თუმცა, ამავე დროს ვამბობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს. თუმცა, ამას ექნება თავის ახსნა, პოლიტიკური კონტექსტი არსებობს, მიმდინარეობს ომი უკრაინაში და როგორც ჩანს ევროკომისიამ თავის გადაწყვეტილება დააფუძნა ამ ფაქტორებზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ომი უკრაინაში და ის რთული მდგომარეობა რაშიც უკრაინა იმყოფება გახდა საფუძველი, რომ ევროკავშირმა მთავარი აქცენტი გააკეთა უკრაინაზე და თავად ასე სჯერათ, რომ უკრაინა გულწრფელად იმსახურებს ყველაზე დიდ მხარდაჭერას ამ მომენტში.

თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიამ აირჩია "სტრატეგიული მოთმინება, მოლოდინი და ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერა რეფორმებში", ამიტომ ქვეყანა შეასრულებს პირობებს და მზად იქნება ხელახლა დაუბრუნდეს სტატუსის მინიჭების საკითხს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?