ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დღეს დილიდან, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის გარშემო მდებარე სოფლებში ბრძოლები გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
გაიდაის განცხადებით, დაახლოებით 15 000-მდე მშვიდობიანი მოსახლეობა ლისიჩანსკში, ხოლო 8000-მდე კი სევეროდონეცკში რჩება. მისივე თქმით, „ლისიჩანსკის დღევანდელი კადრების ყურება მტკივნეულია“.
„რუსები წინ მიიწევენ პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ უკეთესი არტილერია აქვთ, რითიც ისინი ქალაქებსა და თავდაცვის პოზიციებს ანადგურებენ“, - დასძინა გაიდაიმ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"