ქუთაისის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა.

მერიის ცნობით, ქუთაისში ამ ეტაპზე ახალი სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართით 40 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„შენობის მოწყობა სამშენებლო და საცხოვრებელი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რაც ასევე კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.

პროექტი, რომლის განხორციელებაც 2021 წელს დაიწყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 845 000 ლარით ფინანსდება.

გარდა ამისა, ქალაქში მოქმედ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის სოციალურ სამსახურში არსებული ყველა სოციალური პროგრამით სარგებლობენ. მათ შორის, მადლიერების სახლის სერვისით, მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო სამგზავრო ბარათებით, მათ ასევე. კომუნალური გადასახადები სრულად უფინანსდებათ.

მერიის 30-ზე მეტი სოციალური პროგრამა (მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარების პროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა პროგრამა, გადაუდებელი რეაგირების პროგრამა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლების ხარისხის ამაღლების პროგრამა) სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისის მიწოდებას იმ ჯგუფებისთვის ითვალისწინებს, რომლებიც ამას საჭიროებენ.

ქუთაისის მერიამ სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით 2022 წელს ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდე გაზარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ქუთაისის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა.

მერიის ცნობით, ქუთაისში ამ ეტაპზე ახალი სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართით 40 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„შენობის მოწყობა სამშენებლო და საცხოვრებელი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რაც ასევე კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.

პროექტი, რომლის განხორციელებაც 2021 წელს დაიწყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 845 000 ლარით ფინანსდება.

გარდა ამისა, ქალაქში მოქმედ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის სოციალურ სამსახურში არსებული ყველა სოციალური პროგრამით სარგებლობენ. მათ შორის, მადლიერების სახლის სერვისით, მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო სამგზავრო ბარათებით, მათ ასევე. კომუნალური გადასახადები სრულად უფინანსდებათ.

მერიის 30-ზე მეტი სოციალური პროგრამა (მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარების პროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა პროგრამა, გადაუდებელი რეაგირების პროგრამა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლების ხარისხის ამაღლების პროგრამა) სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისის მიწოდებას იმ ჯგუფებისთვის ითვალისწინებს, რომლებიც ამას საჭიროებენ.

ქუთაისის მერიამ სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით 2022 წელს ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდე გაზარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის